გია ხუხაშვილი - არჩევნების შემდეგ პროცესები ქვეყანაში ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია როგორ შეაფასებდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სურათს? რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციები და ის, რომ ახლად არჩეული მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე გაიმართა...

- რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც შესაძლოა კარგი განვითარება ჰქონოდა მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ცხადი იყო, რომ კრიზისის გადალახვის რესურსი არ არსებობდა.

იყო შანსი, რომ კრიზისს გადაენაცვლა პარლამენტის კედლებში, მომხდარიყო მისი ლოკალიზაცია და იქ განვითარებულიყო პერიპეტიები, მაგრამ სამწუხაროდ, იმ რისკების გათვალისწინებით, რაც საქართველოს შესაძლოა ჰქონდეს, არჩევნების შემდეგ პროცესები ქვეყანაში ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა.

ჩვენ რომ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი გვქონდეს, კი ბატონო, შეიძლებოდა სხვა რამეზე საუბარი, მაგრამ თუ სრულ სურათს დავაკვირდებით, იმგვარი პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენთან ახლაა, დიდი პოლიტიკური რისკების შემცველია პერსპეტივაში ბუნდოვანი განვითარებით.

იმგვარი პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენთან ახლაა, დიდი პოლიტიკური რისკების შემცველია პერსპეტივაში ბუნდოვანი განვითარებით

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე იყო სრულიად აბსურდული კონსტრუქციონულობას თამაში. ორივე მხარის მხრიდან ერთი მხრივ ხდებოდა ურთიერთგამომრიცხავი წითელი ხაზების დეკლარირება, ხოლო მეორე მხრივ ხდებოდა საუბარი კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე.

საბოლოო ჯამში ყოველივე ამას ნიღაბი ჩამოეხსნა. მაგიდის აყირავების კატალიზატორი გახდა ირაკლი კობახიძის ცნობილი ბრიფინგი, რომლის შემდეგ ყველაფერმა აზრი დაკარგა.

ხელისუფლება კონსტრუქციულობის თამაშს შეეცადა, მაგრამ კობახიძის გამოსვლაში გაისმა მუქარა და შანტაჟი. ეს ეხებოდა პარტიების დაფინანსებას და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ გეგმებს, რამაც გააშიშვლა პროცესი და ხელისუფლების რეალური სახე გვაჩვენა. ამის შემდაგ დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რომელშიც, იმ ოპოზიციონერებსაც კი, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე ფიქრობდნენ, შეექმნათ უხერხულობა და ახლა ისინიც კი არ შედიან.

ხელისუფლება კონსტრუქციულობის თამაშს შეეცადა, მაგრამ კობახიძის გამოსვლაში გაისმა მუქარა და შანტაჟი. ეს ეხებოდა პარტიების დაფინანსებას და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ გეგმებს, რამაც გააშიშვლა პროცესი და ხელისუფლების რეალური სახე გვაჩვენა

კი ბატონო, მანდ არის დარჩენილი მანევრის საშუალება დატოვებული, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, მივიღეთ აბსოლუტურად სტერილური ერთპარტიული პარლამენტი, რაც 21-ე საუკუნეში სრული ნონსენსია. ჩრდილოეთ კორეის პარლამენტში ოთხი პარტიაა. შეიძლება ითქვას, ოთხივე ერთი კაცის პარტიაა, მაგრამ ფორმალურად მაინც ოთხი პარტიაა პარლამენტში.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საქართველოს პარლამენტის ერთპარტიულობის რისკები ქვეყნისთვის?

- პარლამენტის ერთპარტიულობის საფრთხეებს სხვადასხვა ასპექტები აქვს. პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი.

რაც შეეხება პოლიტიკურ რისკებს, ხელისუფლებას ექნება ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია და ეს მაშინ, როცა სახელმწიფოს წინაშე არსებულ დიდ რისკებს სჭირდება საზოგადოებისა და ხელისუფლების სრული კონსოლიდაცია. ეს ეხება პანდემიის მართვის პრობლემას, ამასთან დაკავშირებულ სოციალურ რისკებს, რეგიონში შეცვლილ ვითარებას.

ამ დროს ჩვენ რას ვხედავთ, ცესკოს მომაცემებითაც კი, აქტიური ამომრჩევლის მხრიდან ხელისუფლებას 48%-იანი მხადაჭერა აქვს, ხოლო ამომრჩევლის 52%-ის აზრი ახალ პარლამენტში არანაირი ფორმით არ ფიგურირებს. ფაქტობრივად, საზოგადოება გახლეჩილია, რაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციას უკარგავს და მისი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ხვდება.

რაც შეეხება სამართლებრივ პრობლემებს, აქაც სრული აბსურდია, რადგან დღეს ქვეყანას ფორს-მაჟორში უწევს ცხოვრება. იმ ტიპის გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, რასაც მაღალი მხარდაჭერა სჭირდება, არადა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ვერანაირად ვერ შეძლებს თავისი ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას.

სრულიად აშკარაა, რომ საქმე მიდის რიგგარეშე არჩევნებისკენ, მაგრამ დრამატული სცენარით ანუ რყევების გავლით. არა ცივილიზებული პროცესით, არამედ დიდი რყევების გავლით, არადა შესაძლებელი იყო იგივე შედეგი მიგვეღო ცივილიზებულად, პროცესების პარლამენტში რბილად განვითარებით.

სრულიად აშკარაა, რომ საქმე მიდის რიგგარეშე არჩევნებისკენ, მაგრამ დრამატული სცენარით ანუ რყევების გავლით

სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ პოლიტიკური პროცესების ცივილიზებულად განვითარების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. შესაბამისად, სახელმწიფოსთვის ზიანის მიღების რისკები ძალიან მაღალია.

სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტუკურმა ელიტამ პოლიტიკური პროცესების ცივილიზებულად განვითარების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. შესაბამისად, სახელმწიფოსთვის ზიანის მიღების რისკები ძალიან მაღალია

- მოდით დავუბრუნდეთ კობახიძის განცხადებას, რაზეც ოპოზიციის რეაქცია იყო მყისიერი და მათ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს ერთობლივი საპროტესტო განცხადებით მიმართეს.

კობახიძის განცხადებაში ისეთ ასპექტებზე იქნა ყურადღება გამახვილებული, რომელიც არც დემოკრატიის და არც პლურალიზმის ჩარჩოებში არანაირად არ ჯდება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს კობახიძის განცხადებას?

- არა მგონია, რომ კობახიძის მუქარის შემცველ განცხადებებს რაიმე გაგრძელება მოჰყვეს.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებაზე საუბარს, თუ მათ უნდოდათ წინა ხელისუფლება პოლიტიკურად გაესამართლებინათ, მათ ეს 8 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ და ვერ გააკეთეს და ახლა მათი აზრით „მარტივად“ უნდა გააკეთონ და პარტიას რეგისტრაცია გაუუქმონ.

კობახიძის განცხადებები „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებითსამართლებრივი აბსურდია, ის ყველა ზღვარს სცილდება და მას ვერანაირი გაგრძელება ვერ ექნება.

კობახიძის განცხადებები „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით სამართლებრივი აბსურდია, ის ყველა ზღვარს სცილდება და მას ვერანაირი გაგრძელება ვერ ექნება

- არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ დაასრულებდნენ „ნაცმოძრაობას“. არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობას“ 500 ათას ამომრჩეველზე მეტი ჰყავს.

რადგან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს „ნაცმოძრაობის“ კატეგორიული მიუღებლობა, ეს ხომ არ აღმოჩნდება ხელისუფლებისათვის „ნაცმოძრაობასთან“ ანგარიშსწორების საბაბი?

- დაგეთანხმებით იმ ნაწილში, რომ კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით გათვლილი იყო საკუთარ ამომრჩეველზე. ვფიქრობ“ ქართულმა ოცნებამ“ მათ ხარკი კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა მოლოდინები, რომ ამ ჯერზე დაასრულებდნენ „ნაცმოძრაობას“. თუ საარჩევნო გზით არა, მაშინ პულტების მეშვეობით. ეს გარდა იმისა, რომ აბსურდია, საკუთარი ამომრჩევლისათვის ხარკის გადახდის ტაქტიკურ ნაბიჯად და დაპირებად აღიქმება.

ქართულმა ოცნებამ“ შექმნა მოლოდინები, რომ ამ ჯერზე დაასრულებდნენ „ნაცმოძრაობას“. თუ საარჩევნო გზით არა, მაშინ პულტების მეშვეობით

აქამდე „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნება“ შულერულ თამაშს აწარმოებდა. იგი თითქოს იყო დაპირისპირებული „ნაცმოძრაობასთან“, მაგრამ პოლიტიკურ ველზე მისი არსებობა მას ყველაზე მეტად აწყობდა.

„ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ 2012 წლიდან ერთმანეთს კვებავდნენ და აძლიერებდნენ. ერთი მუდმივად ინარჩუნებდა ძალაუფლებას, ხოლო მეორე პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსს. ამ შულერული თამაშის გაგრძელების დაანონსება მოახდინა კობახიძემ.

ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ 2012 წლიდან ერთმანეთს კვებავდნენ და აძლიერებდნენ. ერთი მუდმივად ინარჩუნებდა ძალაუფლებას, ხოლო მეორე პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსს. ამ შულელური თამაშის გაგრძელების დაანონსება მოახდინა კობახიძემ

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების შეწყვეტას, ეს იყო იმ პარტიების შანტაჟი, რომლებმაც პარლამენტში მანდატები მოიპოვეს, მაგრამ პარლამენტში არ შედიან. ეს შანტაჟი ყველაზე მეტად მიმართული იყო მცირე პარტიებზე, რომლებმაც ასევე განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შედიან.

როდესაც მმართველი ძალა რესურსების არმქონე მცირე პარტიებს აშანტაჟებს, ეს არაეფექტურია და პირიქით იწვევს ხელისუფლების მიმართ კიდევ მეტ უნდობლობას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ახლა „ქართული ოცნება“ ღიადაა გადასული პარტიების შანტაჟზე და მოსყიდვაზე.

ამაზე კი ვერც ერთი თავმოყვარე პოლიტიკური ძალა ხელს ვერ მოაწერს. მათ რომ თქვან, პარლამენტში იმიტომ შევდივართ, რომ 100 ათასი ლარი მივიღოთ, ეს ხომ მათი მხრიდან პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნებოდა.

- თქვენ საუბარი ერთპარტიულობის საფრთხეებზე დაიწყეთ. ვხედავთ, რომ რეგიონში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე ჩვენს ირგვლივ ტურბულენცია მართლაც დიდია და ამ დროს შიდა პოლიტიკაში აშკარად არ გვაქვს კარგად საქმე.

ამ თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრემერის განცხადება - „ჩიში შესული პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ ერთი მხარე დარჩება კმაყოფილი და ეს მოსკოვია. ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს იმიჯზე კარგად არ აისახება“.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ რატომ ვერ გააცნობიერა ეს საფრთხე ერთის მხრივ ხელისუფლებამ, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციამ?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ისაა, რომ ჩვენმა პოლიტელიტამ ვერ ისწავლა სახელმწიფო ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენება. ამ შემთხვევაშიც ყველამ პარტიული ინტერესებით იხელმძღვანელა. აშკარაა, რომ მათ პრიორეტიტები აქვთ დარღვეული.

ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ისაა, რომ ჩვენმა პოლიტელიტამ ვერ ისწავლა სახელმწიფო ინტერესების დაყენება პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ამ შემთხვევაშიც ყველამ პარტიული ინტერესებით იხელმძღვანელა. აშკარაა, რომ მათ პრიორიტეტები აქვთ დარღვეული

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსის კერძო და პარტიული ინტერესი იქ მთავრდება, სადაც არ უნდა დაზიანდეს სახელმწიფოებრივი ინტერესი. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ამ კატეგორიებით არ აზროვნებს, დიდ სურათს არ ითვალისწინებს და დიდწილად გართულია შიდაპარტიულ თამაშებში.

თურქეთის პრეზიდენტმა ბაქოში საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორებად რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თუ მოისურვებს სომხეთის ექვსეულის პლატფომის შექმნაზე. არ მინდა ამ თემას ძალიან ჩავუღრმავდე, მაგრამ ეს განცხადება არის ძალიან საყურადღებო განცხადება.

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ფიქსაცია ჩვენი ორიენტირების. თუ დასავლეთმა ვერ მოახერხა ძალიან აგრესიულად და სწრაფად რეგიონში შემოსვლა, - საქართველოს ვგულისხმობ, თუ არა სხვაგან ეს შეუძლებელია, - ასეთ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიაში თამაშგარედ დარჩება და ჩვენ ნებსით თუ უნებლიეთ ამ ექვსეულის პლატფორმაში აღმოვჩდებით.

თუ დასავლეთმა ვერ მოახერხა ძალიან აგრესიულად და სწრაფად რეგიონში შემოსვლა, - საქართველოს ვგულისხმობ, თუ არა სხვაგან ეს შეუძლებელია, - ასეთ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიაში თამაშგარედ დარჩება და ჩვენ ნებსით თუ უნებლიეთ ამ ექვსეულის პლატფორმაში აღმოვჩდებით

კრამერის მიმართ დიდი პატივისცემით მიუხედავავად, მის ნათქვამს კიდევ უფრო გავაფართოვები - საქართველოს ერთპარტიულობით ისარგებლებდა არა მარტო რუსეთი, არამედ თურქეთი და ირანი, რადგან სამივეს აქვს ამბიციები სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის გარანტორები იყვნენ.

- ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღეს უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე გუშინ, ან გუშინწინ. ახლა როცა მან ერთპარტიული პარლამენტი ჩაიბარა, ყველაფერზე, რაც მომავალში მოხდება, მხოლოდ მის პასუხისმგებლობაზეა.

თქვენი დაკვირვებით რატომ ვერ შეძლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმის გაცნობიერება, რომ პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ქვეყნის ტვირთის მარტო ზიდვა მისთვის რთული ამოცანა იქნებოდა?

- საერთოდ ეს ხელისუფლება მიდრეკილია სტერილიზაციისკენ. ივანიშვილის მართვის ფილოსოფია ეყრდნობა აბსოლუტურ ძალაუფლებას. მისთვის კომფორტულია, როცა ზედმეტი მოძრაობები არ არის. ის იღებს გადაწყვეტილებას და სისტემა ასრულებს.

ივანიშვილი ხვდება, რომ დებატები ამა თუ იმ საკითხზე საჭიროა, მაგრამ მას არ უყვარს აზრთა სხვადასხვაობა და იგი მიდრეკილია სტერილიზაციისკენ. მის ცნობიერებაში უნდა არსებობდეს ვერტიკალი, რასაც ბუნებრივად მივყავართ იმ სიტუაციამდე, რაც დღეს არსებობს.

მას მხოლოდ პოლიტიკურ ელიტასთან კი არ აქვს დაკარგული კომუნიკაცია. ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სამოქალაქო ჯგუფი, არც სოციალური ჯგუფი, ვისთანაც ხელისუფლებას აქვს რეალურად კომუნიკაცია.

ვიმეორებ, ივანიშვილი აბსოლუტური სტერილიზაციისკენ არის მიდრეკილი და თვლის რომ ამ ქვეყნის აქციების 100%-ს მფლობელი თავადაა. მას ჰყავს დანიშნული ამ ქვეყნის მენეჯმენტი, რომელიც მას უნდა დაემორჩილოს, რადგან თვლის, რომ თავად ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

ივანიშვილი აბსოლუტური სტერილიზაციისკენ არის მიდრეკილი და თვლის, რომ ამ ქვეყნის აქციების 100%-მფლობელი თავადაა. მას ჰყავს დანიშნული ამ ქვეყნის მენეჯმენტი, რომელიც მას უნდა დაემორჩილოს, რადგან თვლის, რომ თავად ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას

- ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ერთპიროვნული მმართველობის დამოკიდებულებით ივანიშვილი სააკაშვილს ჰგავს.

- ივანიშვილმა სააკაშვილი დაამარცხა, მაგრამ სააკაშვილის მმართველობის სტილი არ შეუცვლია. მან არა მარტო ხელუხლებელი დატოვა სააკაშვილი მმართველობის ფორმა, არამედ ჩააბეტონა იგივე მართლმსაჯულების სისტემა. პოლიტიკურ ვერტიკალში ჩააყენა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ინსტიტუციური წესრიგი აბსოლუტურად მოარღვია.

მეტიც, ივანიშვილი უფრო შორსაც წავიდა - თუ სააკაშვილი იყო ავტორიტარი, მაგრამ ინსტიტუციური ავტორიტარი, ლეგალურად იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ივანიშვილმა ინსტიტუციური ვერტიკალი ქვემოთ გაიტანა. ანუ კარგა ხანია ქვეყანას არაინსტიტუციური პირი მართავს.

თუ სააკაშვილი იყო ავტორიტარი, მაგრამ ინსტიტუციური ავტორიტარი, ლეგალურად იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ივანიშვილმა ინსტიტუციური ვერტიკალი ქვემოთ გაიტანა. ანუ კარგა ხანია ქვეყანას არაინსტიტუციური პირი მართავს

- ასეთ ფონზე საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება თუ მცირდება?

- რა თქმა უნდა იზრდება. ფაქტობრივად, გვაქვს სიტუაცია, როცა ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ნაკლებად ექნება ლეგიტიმაცია.

მოსახლეობის მინიმუმ ნახევარს ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი დამოკიდებულება იქნება რევიზიონისტული და მათ მიმართ აგრესიულად განწყობილი. ფაქტობრივად, ხელისუფლებას საბოტაჟის რეჟიმში მოუწევს საქმიანობა.

ეს კი ნამდვილად სახიფათოა. ბატონი კრამერი სწორს ამბობს, მაგრამ მხოლოდ მოსკოვი არაა ის ქვეყანა, ვისაც სურს საქართველოში თავისი გავლენის გაფართოება.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა