„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებს ტოიოტას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ბავშვებისთვის წელსაც აწყობს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ყოველწლიურ საერთაშორისო ხატვის კონკურსს - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art). მე-14 სართაშორისო კონკურში მონაწილეობის მიღება, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. მონაწილეობის მსურველებმა „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში განაცხადი და ნამუშევარი 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიიტანონ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, აუცილებელია კონკურსში მონაწილეობა ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან საერთაშორისო კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. „ტოიოტას კონკურსი მრავალი ქვეყნის ათასობით ბავშვისთვის, მათ შორის საქართველოდან, უნიკალური შესაძლებლობაა, თავისი ოცნება მსოფლიოს გაუზიაროს.

„დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ეს კონკურსის სლოგანია, რომლის გაზიარება და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურში მონაწილეობის მიღება 15 წლის ასაკის ჩათვლით ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. თხოვნით მივმართავთ მშობლებს, უყურადღებოდ არ დატოვონ ეს ფაქტი, ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ შვილებს და ამით მისცენ შესაძლებლობა, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, მათ მიერ დახატულმა ტოიოტას ოცნების ავტომობილმა გადალახოს ჩაკეტილი საზღვრები და მსოფლიო კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად საქართველოს სახელით მიიღოს მონაწილეობა.

ამისთვის საჭიროა, ბავშვის ნამუშევარი და განაცხადი მშობლებმა 31 დეკემბრის 18:00 საათამდე მიაწოდონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“, მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ), ან ამავე მისამართზე ფოსტით გაგზავნონ“, - აცხადებს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი განმარტავს, კონკურსში მონაწილეობის მსურველები, პირველ რიგში, საკონკურსო პირობებსა და მონაწილეობის წესებს უნდა გაეცნონ, ამის შემდეგ კი სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ.

აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბმულით - https://bit.ly/2H1GHpr თინათინ მაკარიძის თქმით, 31 დეკემბრის შემდეგ, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, შემოსული ნამუშევრებიდან 9 საუკეთესოს შეარჩევს. „კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, შეირჩევა ცხრა საუკეთესო ნამუშევარი სამ ასაკობრივ კატეგორიაში. შერჩეული ნამუშევრები კი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ კონკურსზე გაიგზავნება. საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგები 2021 წლის იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი, ხოლო საერთაშორისო კონკურსის შედეგები - 2021 წლის ივნისში. იმედი გვაქვს, ჩვენი ბავშვები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, წლევანდელ კონკურსშიც ჩაერთვებიან და მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, ტოიოტას საერთაშორისო კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე - https://www.toyota-dreamcarart.com

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა