დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი კონკრეტული ადამიანების შეწყალებისკენ არაა მიმართული

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი კონკრეტული ადამიანების შეწყალებისკენ არაა მიმართული.

„ოპოზიციის ნაწილის მიერ დასმული კითხვა, რომ რატომ არ შეეხება ეს ამნისტია კონკრეტულ ადამიანებს, ამნისტიის შესახებ კანონი არის ზოგადი და დანაშაულების სახეობებს ეხება. ეს არაა მიმართული კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან სასჯელის შემსუბუქებაზე, ეს უფრო პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. რაც შეეხება, თუ რომელი მუხლები შევა ამ კანონში, ამის შესახებ ღია მსჯელობა იქნება. ეს კანონი არაა ჯერ მიღებული და ყველას ექნება საშუალება, რომ ჩართული იყოს“,-აღნიშნა სერგეენკომ.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნაკლებად არის მოსალოდნელი პარლამენტში ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025