სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ ადმინისტრაციული შენობების გამართული ფუნქციონირებისთვის უწყება ყოველწლიურად აცხადებს ტენდერებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ადმინისტრაციული შენობების გამართული ფუნქციონირებისთვის, ყოველწლიურად აცხადებს ტენდერებს და აფორმებს ხელშეკრულებებს. მათ შორის არის ფარდა-ჟალუზის ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება სამოცდაოთხი ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული ხელშეკრულება შედგება 8 პუნქტისგან. ამ პუნქტებს შორის არის ორი პოზიცია, რომელთა ღირებულება განსაზღვრულია ათას სამასორმოცდაათი ლარით და არა სამოცდაოთხი ათასი ლარით. ხელშეკრულება ასევე, ითვალისწინებს პუნქტს, რომლის მიხედვით მომსახურება გაიწევა 2021 წლიდან, მხოლოდ მოთხოვნის და საჭიროების შემთხვევაში. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული და მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი, დამახინჯებული ფორმით ინფომაციის გავრცელება, ემსახურება სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას.

მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს მეტი პასუხისმგებლობისა და ინფორმაციის გავრცელებამდე, მისი ჯეროვანი გადამოწმებისაკენ“,-აცხადებენ უწყებაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ