ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ზურა ჯაფარიძის თანაშემწემ ნინა საჯაიამ განუცხადა, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”.

“ძველი პარტია, რომელიც იყო “გირჩი”, მას ოფიციალური დასახელება ჰქონდა - ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, მაგრამ ამას ასე არავინ მოიხსენიებდა. ახლა უბრალოდ, ფორმალურად ჩავწერთ “მეტი თავისუფლება - გირჩი” და ვიქნებით ისევ “გირჩი” და უბრალოდ ფორმალურ ნაწილში ეწერება აღნიშნული სახელი, თორემ სახელს არ ვთმობთ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ორი “გირჩი” იქნება და გაჩნდება ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია და ხალხი თვითონ აირჩევს რომელი “გირჩისკენ” გადაიხრება. რაც შეეხება პარტიის ლოგოს, კანონში მთავარი მოთხოვნა წერია, რომ არ იყოს ზუსტად იმნაირი, როგორიც არის “გირჩის” ლოგო, აქედან გამომდინარე, ერთი წერტილიც რომ მივუმატოთ დარეგისტრირდება, როგორც ლოგო. ანუ ლოგოშიც დიდი განსხვავება არ იქნება”, - განაცხადა ნინა საჯაიამ.

როგორც ნინა საჯაიამ აღნიშნა, 26 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურა ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას", - დაწერა ჯაფარიძემ. მოგვიანებით კი, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.

იხილეთ ვიდეო

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის