„ევექსი ჰოსპიტლების“ რეზიდენტების ახალი ნაკადი დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას შეუდგება

„ევექსი ჰოსპიტლების“ სარეზიდენტო პროგრამის რიგით მეორე ნაკადი დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობის შესრულებას შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ევექსი ჰოსპიტლები“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს სარეზიდენტო პროგრამა 46 რეზიდენტმა წარმატებით დაასრულა. გამოსაშვებ ღონისძიებაზე კი, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ გაიმართა, ორი ყველაზე წარმატებული რეზიდენტი გამოვლინდა. ,,ევექსი ჰოსპიტლები“ წარმატებულ რეზიდენტებს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სწავლას საზღვარგარეთ დაუფინანსებს და მათ საშუალება ექნებათ კვალიფიკაცია მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში აიმაღლონ.

,,ევექსი ჰოსპიტლების“ სარეზიდენტო პროგრამა 2016 წლიდან დღემდე 351-მა რეზიდენტმა გაიარა. მათგან 90% ჰოსპიტალური ქსელის სხვადასხვა სამედიცინო ცენტრშია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველი დღიდან 90-მა რეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით ქსელის სხვადასხვა კოვიდ-ცენტრში მუშაობის სურვილი გამოხატა და კოლეგებთან ერთად აქტიურად ჩაერთო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

,,ევექსი ჰოსპიტლები“ დიპლომის შემდგომი მზადების პროცესში 2015 წლიდან ჩაერთო და დღეს ის 30 აკრედიტებულ სარეზიდენტო პროგრამას მართავს. სწავლის პროცესი თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს. სარეზიდენტო პროგრამას ხელმძღვანელობენ როგორც ადგილობრივი, ასევე - ევროპისა და ამერიკის წამყვანი სამედიცინო ცენტრების პროფესორები. პროგრამაში მიღება ყოველწლიურად ცხადდება და მოქმედებს მოქნილი საგრანტო სისტემა, რომლის მიხედვითაც მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტები 100%-იანი გრანტით ფინანსდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა