სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ ტაქტიკას და სტრატეგიას, რომ უარი თქვას ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე არ აქვს აზრი, რადგან ადრე თუ გვიან მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება

ჩვენი მიზნის მისაღწევად გამოვიყენებთ ყველა საშუალებას: მოლაპარაკებებს, საჯარო გამოსვლებს, საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას და ა.შ. და ადრე თუ გვიან „ქართულ ოცნებას“ მაინც მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია “ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული პარლამენტით ქვეყნის მართვა შეძლოს.

„ერთპარტიული პარლამენტი შეიძლება დარჩეს ის რეალობა, რომელშიც მოგვიწევს ჩვენ ცხოვრება რაღაც პერიოდის მანძილზე. თუმცა ეს მდგომარეობა ქვეყანაში დიდხანს ვერ გაგრძელდება და თავისთავად მოლაპარაკებები არ დასრულდება „ქართულ ოცნებასთან“ იმიტომ, რომ ჩვენ ხომ საბოლოო ჯამში მაინც მივაღწევთ ჩვენს ამოცანას, რაც არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში იმიტომ, რომ უბრალოდ ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს საოცარი ერთპარტიული პარლამენტით ქვეყნის მართვა. ესე „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მათ ყველა შემთხვევაში მოუწევთ, ყველა შემთხვევაში მოუწევთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მოუწევთ საარჩევნო სისტემის რეფორმის განხორციელება. ჩვენ ვნახეთ, რომ საერთაშორისო წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ უკვე გაძლიერდა, ვნახეთ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ამერიკის სენატში, ვნახეთ განცხადებები ფასილიტატორი ელჩების, რომლებიც პირდაპირ გაფრთხილებას აძლევენ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ეხება თავდასხმას ოპოზიციურ პარტიებზე. ეს ყველაფერი გაგრძელდება და საერთაშორისო წნეხიც გაიზრდება „ქართულ ოცნებაზე“. აუცილებლად, წნეხი ღიად გაიზრდება ქვეყნის შიგნითაც მათ შორის, აქციების გზით, თუ კონსტიტუციით გათვალისწინებული პროტესტის ფორმის გამოყენებით. ჩვენი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, არ შეეგუებიან ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას და ამის პარალელურად „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელება იმიტომ, რომ ჩვენ მივაღწევთ ჩვენ შედეგს. ამიტომ არ აქვს არანაირი აზრი, „ქართული ოცნების“ ტაქტიკას და სტრატეგიას, რომ უარი თქვას ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა