პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობის მოსმენას განაგრძობს. პარლამენტი ასევე სამთავრობო პროგრამა 2021-2024 “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავს.

პარლამენტის კომიტეტებში დღეს საერთო ჯამში მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენენ.

22 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განათლების, მეცნიერების კულუტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

დღესვე ოთხი კომიტეტის - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, თავდადცვისა და უშიშროების კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს გოჩა ლორთქიფანიძეს, სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს თეა ახვლედიანს და შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

23 დეკემბერს კი, მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში გაიმართება, ხოლო 24 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად გავა.

ინფორმაციისთვის, მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა: პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე; შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია