მიხეილ ჩხენკელი - ადრონული თერაპიის ცენტრი სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ უაღრესად მნიშვნელოვანია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ადრონული თერაპიის ცენტრი სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ უაღრესად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობასა და მუშაობის პროცესზე ისაუბრა.

მისივე თქმით, უნიკალური ადრონული თერაპიის ცენტრი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს.

„უნიკალური ადრონული თერაპიის ცენტრი მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას. ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი და აქედან ერთი მოხმარდება უმაღლეს განათლებას. ულტრათანამედროვე მეთოდი – პროტონული თერაპია – მდგომარეობს შემდეგში: ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, სადაც ხდება სიმსივნით დაზიანებული უჯრედების მკურნალობის პროცესი, იძლევა შესაძლებლობას ებრძოლოს დაზიანებულ უჯრედებს და უვნებელი დატოვოს ჯანსაღი. აქედან გამომდინარე, სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

პროტონური თერაპიის განვითარების თვალსაზრისით არსებობს ახალი მეთოდებიც.

ადრონული თერაპიის ცენტრში მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევებსა და ახალი მეთოდების შემუშავებას. რაც მთავარია, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები უკვე მზად არიან დიდი ენთუზიაზმით ჩამოვიდნენ ქუთაისში და ქართველ მეცნიერებთან განახორციელონ კვლევები“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ