ანრი ოხანაშვილი - ვითომ ვინმეს დაფინანსებას ვუწყვეტთ, არის ტყუილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, მეორე მოსმენის ფარგლებში მაინც მოვიდნენ და დასვან კითხვები, რომელზეც კამერების წინ წუხან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის განხილვის მეორე მოსმენაზე მივიდნენ და შეკითხვები დასვან.

ოხანაშვილის თქმით, ის, რომ პარლამენტი ვინმეს დაფინანსებას უწყვეტს, ტყუილია.

როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, როდესაც კონკრეტული პარტია მანდატზე უარს ამბობს, დაფინანსების მიზნობრიობა იკარგება.

“თუ ოპოზიციას აქვს ინტერესი, რომ ნამდვილად დასვას შეკითხვები და ვნახოთ, ვის მხარეს არის არგუმენტები - მართლაც აქვს ამას სადამსჯელო ფუნქცია, თუ ეს არის კანონპროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა. თუ სურთ ეს საკითხები გაიშალოს, მოვუწოდებ, მეორე მოსმენის ფარგლებში მაინც მოვიდნენ დ თუნდაც დარჩენენ იმ ფარგლებში, რა დესტრუქციასაც მიმართავენ და დასვან ის კითხვები, რომელზეც ისინი კამერების წინ წუხან. იქ გამოჩნდება, სადაა ჯანსაღი არგუმენტები. რაც შეეხება სპეკულაციას, რომ ვითომ ჩვენ ვინმეს დაფინანსებას ვუწყვეტთ, ეს არის ტყუილი. აქ გათვალისწინებულია დაფინანსების შეჩერების მექანიზმი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია სამომავლოდ შეეცდება და განახორციელებს ამომრჩევლის წარმომადგენლობის და პარლამენტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს მიმართ საბოტაჟს. აქ არაა საუბარი იმაზე, რომ უნდა მოვიდნენ და იმუშაონ. ეს დაფინანსება დაკავშირებულია ხალხის მიერ მიცემულ მანდატთან, მაგრამ, როდესაც კონკრეტილი პარტია ამ მანდატის განხორციელებაზე და მათი წარმომადგენლობის შესრულებაზე უარს ამბობს, ამ დაფინანსების მიზნობრიობა იკარგება.

თქვენ რომ მიეცით ხმა და მიეცით მანდატი, რომ წარმოადგინონ თქვენი ინტერესები და მათ გითხრეს, რომ არა არ გვინდა, რა არგუმენტიც არ უნდა ჰქონდეთ, როდესაც მიეცით მანდატი და მიეცით ხმა, თქვენ მიეცით 15 ლარი იმიტომ, რომ ერთი ხმა უდრის 15 ლარს. თუ ამ წარმომადგენლობის განხორციელებაზე უარს ამბობენ, ლოგიკურია, რომ ამ დაფინანსების მიზნობრიობა აღარ არის. თუ ამ არგუმენტების საწინააღმდეგოდ ვინმე გააჟღერებს პოზიციას, ამისთვის მზად ვართ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს