ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 20 დეკემბრის მონაცემებით, 1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 20 დეკემბრის მონაცემებით, 1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.

„ჩვენ მუდმივად გვესმოდა გარკვეული უკმაყოფილება, ტესტირების მასშტაბთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, სადაც დეტალურად არის გაწერილი გავრცელების რომელ ეტაპზე, რა მოცულობის ტესტირება არის ჩასატარებელი. შესაბამისად, გავრცელების მატებასთან ერთად ჩვენ გეგმაზომიერად გავაფართოვეთ ტესტირება და დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პჯდ ცენტრში. 20 დეკემბრის მონაცემებით ჩატარებულია 1 800 000-ზე მეტი ტესტი”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა