აკაკი ბობოხიძე - რომელიმე ცალკეული პიროვნება პარლამენტში სურათს ვერ შეცვლის

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის აზრით, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ, საკანონმდებლო ორგანოში არსებულ სურათს ვერ შეცვლის.

ხოლო ბობოხიძის თქმით, თუ ენუქიძე პარლამენტში პარტიის სახელით შევა, „პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარი ამომრჩევლებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს.

„ოპოზიციურ ერთობაში „პატრიოტთა ალიანსი“ არც მოიაზრებოდა, თუმცა ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ბოლომდე შეასრულებენ თავიანთ სიტყვას. რაც შეეხება ბატონი ავთანდილ ენუქიძე დარჩება თუ არა, მე მას ნაკლებად ვიცნობ, როგორც პოლიტიკურ ფიგურას და ვფიქრობ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი გადაწყვეტილების ერთგული დარჩება ბოლომდე, ხოლო რომელიმე ცალკეული პიროვნება რეალურად სურათს მაინც ვერ შეცვლის. თუ „პატრიოტთა ალიანსი“ შეცვლის გადაწყვეტილებას და როგორც პარტიის წევრი, ისე დარჩება ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში, ასეთ შემთხვევაში ყველა პარტიას მოუწევს პასუხისმგებლობა საკუთარ ამომრჩეველთან“, - განაცხადა ბობოხიძემ.

იხილეთ ვიდეო:აკაკი ბობოხიძე - რომელიმე ცალკეული პიროვნება პარლამენტში სურათს ვერ შეცვლის

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს