საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ბარიერგადალახულ პარტიას ცესკო-სთვის განცხადებით მიმართვა აღარ დასჭირდება

საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ბარიერგადალახულ პარტიას ცესკო-სთვის განცხადებით მიმართვა აღარ დასჭირდება.

ეს და კიდევ სხვა ცვლილებები აისახა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც დღეს პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტი რიგგარეშე სესიაზე დასმული წინადადებების შესაბამისად გადამუშავდა და ის პირველი მოსმენით სახეცვლილი სახით დაამტკიცეს.

„დაფინანსების შეჩერებისთვის განსაზღვრული იყო ერთწლიანი ვადა, რომელიც ერთი წლიდან ექვს თვემდე შემცირდება ანუ პარტიებს დაფინანსება ერთი წლის ნაცვლად, ექვსი თვით შეუჩერდებათ. ასევე პროექტის პირვანდელი რედაქციის მიხედვით, პარტიებს დაფინანსება დეკემბერში გაცდენების გამოც უჩერდებოდა. ახლა დეკემბერი აღარ ითვლება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს დარჩებათ მთელი სესია, ივნისის ბოლომდე პერიოდი და თუ ივნისის ბოლომდე გადაწყვეტენ, საბოტაჟზე უარი თქვან, ამ შემთხვევაში მათ დაფინანსება მთლიანად შეუნარჩუნდებათ და მთელი შემდეგი პერიოდისთვის არაფერი მოაკლდებათ. თუკი კვლავაც საბოტაჟის რეჟიმს გაყვებიან, მათ დაფინანსება შემდეგი ექვსი თვით შეუჩერდებათ. ასე გაგრძელდება ყოველი ექვსი თვე. როგორც კი საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვლენ, დაფინანსება მაშინვე აღუდგებათ. თუკი სადეპუტატო უფლებამოსილება პარტიის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტს შეუწყდება, ამ შემთხვევაში დაფინანსება მთლიანად შეწყდება, თუმცა ეს მეორე საკითხია და აქაც გვაქვს სივრცე იმისთვის, რომ სათანადო ზომები მივიღოთ“, - განმარტა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავენ.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო