"ევროპის სახალხო პარტია" - ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის უფლებები არ შეზღუდოს და კონსტრუქციულ დიალოგის დაუბრუნდეს.

„საქართველოს მოვუწოდებთ, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის ღირებულებებისკენ და ოპოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს, მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერშია“ გამოქვეყნებული.

ამასთან, „ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული საკანონმდებლო ინიციატივის გამო.

„ევროპის სახალხო პარტია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა