„ემპათია“ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საჩივარი გიორგი მუმლაძის და გ. ჭ.-ს მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით

„ემპათიას“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საჩივარი გიორგი მუმლაძის და გ. ჭ.-ს მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით.

როგორც „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცენტრი „ემპათია“ 2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაზარალებულ პირებს იცავს და წარმოადგენს მათ, როგორც შიდასახელმწიფოებრივ, აგრეთვე საერთაშორისო ინსტანციებში.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ცენტრი „ემპათია“-ს მიერ წარდგენილი საჩივარი გიორგი მუმლაძის მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით და საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი. სასამართლო შესაძლებლობისთანავე განიხილავს წარდგენილ საჩივარს თანდართული დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების ჩათვლით. გაცნობებთ, რომ გიორგი მუმლაძის საქმეზე სასამართლო განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე, მეექვსე და მეცამეტე მუხლების შესაძლო დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და დამამცირებელ დასჯას, სამედიცინო დაუხმარებლობას სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების დარღვევას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ცენტრი „ემპათიას“ მიერ წარდგენილი კიდევ ერთი საჩივარი გ. ჭ. მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით და საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი.

„სასამართლომ დაიწყო კომუნიცირების ეტაპის პირველი ფაზა, რომლის დროსაც რესპოდენტ მთავრობას ეძლევა დავის მორიგებით გადაწყვეტის შესაძლებლობა კანონდარღვევის ცნობისა და შესაბამისი კომპენსაციის ნებაყოფლობით უზრუნველყოფის შემთხვევაში. აქვე გაცნობებთ, რომ ბატონი გ.ჭ. საქმეზე სასამართლო განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე და მეექვსე მუხლების დარღვევას, რაც გულისხმობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის, საქმის სამართლიანი განხილვის უფლებისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების დარღვევას.

ცენტრი „ემპათია“ აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საქმეებზე, რათა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უზრუნველყოფილ იქნეს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ყველა აუცილებელი დოკუმენტითა და მტკიცებულებით.

ცენტრი „ემპათია“ მიმართავს პირებს, რომლებიც თავს სახელმწიფოსაგან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევენ, მიმართონ ცენტრს ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ან მიაკითხონ ორგანიზაციის ოფისს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო