დავით ზალკალიანი - ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, ვისაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული

ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, ვისაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება არასწორად იყო გაგებული.

„ის არამც და არამც არ იყო გამოხმაურება იმ ინიციატივაზე, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. სანამ გაჟღერდებოდა მსგავსი ინიციატივა, საქართველოს პრეზიდენტს მანამდეც, არაერთხელ უთქვამს და ჩვენც გვითქვამს. შეგახსენებთ უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრას, როცა იქიდან გამოსული ყველა ერთხმად ავღნიშნავდით, რომ ჩვენ თბილისს ვთავაზობდით ჩვენს პარტნიორებს, მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს პლატფორმად. იმისთვის, რომ მათ თბილისში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე არის. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში. საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა.

რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა აუცილებელია. ერდოღანის ინიციატივა თურქეთის გადმოსახედიდან ჩვენთვის გასაგებია, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დაინტერესებულია მშვიდობით და გრძელვადიანი მშვიდობით. ისინი ითვალისწინებენ ასევე ჩვენს ხედვას. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ, ქვეყანასთან ვისაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული. არაერთხელ განგვიცხადებია, საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, მშვიდობის, რომ რეგიონში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, მაგრამ წითელი ხაზი გადის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე საერთოშირისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ის იმედოვნებს, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ გამოვიდა.

„ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, -აღნიშნულია განცხადებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს