ოთარ გრიგოლია - მუნიციპალიტეტმა პანდემიის პირობებში, ყველა ძირითადი, მნიშვნელოვანი საკითხების ფინანსურ დოკუმენტში ასახვა წარმატებით შეძლო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა პანდემიის პირობებში, ყველა ძირითადი, მნიშვნელოვანი საკითხების ფინანსურ დოკუმენტში ასახვა წარმატებით შეძლო.

,,ვხედავთ იმ გარემოებას, რომელშიც ვიმყოფებით, როცა პანდემიით გამოწვეულ კრიზისს არამხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მსოფლიო ებრძვის. ამ პირობებშიც, ხელისუფლების ძალისხმევით, ბიუჯეტის ზრდა შევძელით. გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას ვუხდი ქალაქის მერიას და პირადად კახა კალაძეს. ასევე, არამხოლოდ მუნიციპალიტეტს, არამედ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც საოცარი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ათობით ათას ოჯახს, მარტოხელა მოხუცებსა და მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ. მადლობას ვუხდი იმ მოხალისეებსაც, ვინც ქალაქის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, გამგეობებთან ერთად ნობათების დარიგებაში მონაწილეობდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც პანდემიის პირობებში გადაიდგა საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქციის დარიგება იყო, რითაც საკვებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ეს მიგნება არაერთ საერთაშორისო მოხსენებაში აღინიშნა და ითქვა, რომ ქალაქი გააზრებულად მომზადებული შეხვდა გამოწვევებს,“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე საუბრისას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო. მისი თქმით, ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებითა და სატრანსპორტო მოძრაობის ნორმალიზებით, თბილისში რაციონალური და სწორად დაგეგმილი სტრუქტურა ყალიბდება.

"მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც მერიამ ბოლო წლებში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელა სატრანსპორტო პოლიტიკის წარმატებული რეფორმის საკითხს შეეხება. მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული პრიორიტეტის განხორციელებისას სირთულეებს ვაწყდებით ისაა, რომ აქამდე არანაირ მწყობრ გეგმას არ უარსებია. ვფიქრობ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დედაქალაქისთვის ამ მხრივაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი ცვლილებებია სახეზე.

ქალაქის გენგეგმის დამტკიცებაც შევძელით, რომელშიც კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი მწვანე ზონების მნიშვნელობას. რომელ უბანშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ყველგან ვხვდებით სკვერებსა და პარკებს, სოციალურ სივრცეებს, სადაც საზოგადოება თავს იყრის.

წლების მანძილზე უამრავი მწვანე ზონისთვის განკუთვნილი ადგილი მოუწყობელი რჩებოდა ან მათ სამშენებლოდ იყენებდნენ, რაც ე.წ ჩაბეტონების პროცესს იწვევდა. დღეს მიდგომები რადიკალურად შეცვლილია და მიხარია, რომ სივრცე მოქალაქეებს დაუბრუნდათ, ეს კიდევ ერთი მიღწევაა“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქციის თავმჯდომარე სოციალური პოლიტიკის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ სოციალური დანახარჯების მინიმუმ 2,5-ჯერ გაზრდა შეძლო.

"სოციალური დანახარჯები ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქს აქვს პასუხისმგებლობა და მძიმე პერიოდში არასდროს მიატოვებს მოქალაქეებს,“ - განაცხადა გრიგოლიამ.

ოთარ გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აღებულ ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაში პროგრესს მიაღწია და ამიტომ, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს სივრცე სპეკულაციებისთვის რჩება.

"ვერცერთი ოპონენტი უარყოფს პროგრესს, ეს უბრალოდ თვალების ახვევა იქნება. თუმცა ზოგს მაინც რჩება სივრცე სპეკულაციებისთვის. მზად ვართ პასუხის გასაცემად და იმისთვისაც, რომ კონსტრუქციული დიალოგი გავმართოთ და იმ შემთხვევაში თუ კვლავ სპეკულაციებში არ გადაიზრდება, ვაფიქსირებთ ღიაობას, ვითანამშრომლოთ მათთან და ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროცესების წარმართვას.

პარალელურად, რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, რაც მაგალითისთვის შეეხება მოძველებულ საბინაო ფონდს, ასევე გარკვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს, რა მიმართულებითაც დროული და სწორი ნაბიჯების გადადგმა უკვე მოვახერხეთ.

აღვნიშნავდი დასაქმების საკითხს და ვისურვებდი, რომ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლობა გაგრძელდეს, საჭიროა ახალი ინიციატივებიც. პოსტპანდემიურ ვითარებაში ჩვენი აქტიურობა დასაქმების ხელშეწყობისთვის რელევანტური იქნება,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო