დღევანდელ დღეზე ჯერ კიდევ 5 დეკემბერს ვსაუბრობდი, - ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენელი და ოპოზიციის მიერ დაფუძნებული „სამშობლოს ხსნის მოძრაობის“ კოორდინატორი იშხან საგათელიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და 5 დეკემბერს მის მიერ წარმოთქმული სიტყვის ვიდეო ჩანაწერის ნაწყვეტს აქვეყნებს.
„იმისთვის, რომ ამ სიტუაციას თავი დააღწიოს, ქვეყნის ნომერ პირველი ბოროტება [ნიკოლ ფაშინიანი] შეეცდება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს. ეს ვარიანტი მიუღებელია. არსებობს მხოლოდ ერთი გზა: გამყიდველის ხელისუფლებისგან ჩამოშორება, რის შემდეგაც სომეხ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭირვალე და კონკურენტული არჩევნები,“- აცხადებს საგათელიანი.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"