გიგი უგულავა - უმუშევრობის ზრდის მთავარი და ერთადერთი მიზეზი არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“

"უმუშევრობის ზრდის მთავარი და ერთადერთი მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საქართველოში უმუშევრობის ზრდასთან დაკავშრებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური პრობლემების ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.

„რვა წელიწადია ესენი ეკონომიკას ანგრევენ. ქვეყანაში გვაქვს მმართველობის ყველაზე ცუდი კომბინაცია, საბჭოთა კონსერვატიზმი და ეკონომიკაში ეს ნიშნავს მემარცხენეობას. საქართველოს შემთვევაში მემარცხენეობა ნიშნავს სიღარიბეს და საბჭოთა კონსერვატიზმი - სიბნელეს. ჩვენ გვაქვს ყველაზე ცუდი კომბინაცია მთავრობაში, როდესაც ხელისუფლება, ერთი მხრივ, ასხივებს სიბნელეს და მეორე მხრივ, ასხივებს და ნერგავს სიღარიბეს. ამის შედეგია ის, რომ როგორც კი კოვიდი დაიწყო, ყველაზე ავადმყოფი არის არა ჩვენი ორგანიზმი, არამედ ჩვენი ეკონომიკა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში, 2021 წელს პროგნოზი გვექნება ძალიან ნეგატიური. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება მიტაცებულია და კოჭლი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებას რეფორმების ჩატარება რომც უნდოდეს, არ შეუძლია, ეკონომიკური პრობლემების ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები. თევზი თავიდან ყროლდება და ეს ფაქტი უკვე შემდგარია“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, “საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17 პროცენტი შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა