ნათია თურნავა - „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმო 4 000-მდე ადამიანს დაასაქმებს, რომელთა 90 პროცენტი ქალია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმო 4 000-მდე ადამიანს დაასაქმებს, რომელთა 90 პროცენტი ქალია.

მისივე თქმით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექსტილის საწარმო, სადაც უკვე 700-მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალი წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 4000-ს მიაღწევს.

„პანდემიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში შემოდის ახალი ინვესტიცია და იხსნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექსტილის საწარმო, სადაც უკვე 700--მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალი წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 4000-ს მიაღწევს. ეს არის ძალიან ძლიერი, კონკურენტუნარიანი ჯგუფი თურქი ინვესტორების, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს და ეს საქმე არ გაჩერებულა, მიუხედავად პანდემიისა - კომპანიამ უფრო მეტად გაიმყარა საერთაშორისო ასპარეზზე თავისი კონკურენტუნარიანობა და არაერთ ცნობილ სპორტულ კლუბს აწვდის ტანსაცმელს, რომელიც შეკერილია საქართველოში. მსურს მათ ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება“ , - განაცხადა თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ „ქართლი ტექსტილი“ შეიქმნა სახელმწიფოს დახმარებით, პროგრამის აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში - ინვესტორს გადაეცა მიწა საინვესტიციო პირობებით და დასაქმების ვალდებულებებით.

„ჩვენ ყველა მომსწრენი ვართ. თუ როგორი წარმატებით სრულდება ეს ვალდებულებები“ - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armor. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში