გიგი უგულავა  - “ჭირვეულის მორჯულება” ხდება - ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა

ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზეა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში - ეს არის ფაქტი და დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ბიძინა ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები.

"ჩვენ ვნახეთ ფაქტი, რომ პირველი მოწვევა და პარლამენტის მომდევნო სხდომებზე “ქართული ოცნება” არის მარტო. ჩვენ ვნახეთ ფაქტები, რომ 50-ზე მეტმა დეპუტატმა შეიტანა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ჩვენ ასევე, მიუხედავად ბაქიბუქისა “ქართული ოცნების” მხრიდან ვხედავთ ფაქტებს, რომ მათ შეეძლოთ ამ განცხადებების კენჭისყრა ამ კვირაში, მაგრამ გადადეს ერთი თვით. მათ შეეძლოთ ის დრაკონული კანონები, ანტიკონსტიტუციური კანონები მიეღოთ ამ კვირაში, მაგრამ განუსაზღვრელი დროით გადადეს. ეს იმისთვის არის, რომ ისინი ბაქიბუქობენ, მაგრამ ნელ-ნელა მაინც “ჭირვეულის მორჯულება” ხდება და გრძნობენ, რომ გამოსავალი არანაირი არ არის, არც კანონების მიღებაში, არც უფლებამოსილების შეწყვეტაში. ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე, ამიტომ ხელისუფლებამ გაწელა ეს პროცესი?! მაშინ თვითონვე მოვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ხელისუფლება და უმრავლესობა არის მარტო და ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში ეს არის ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები”, - განაცხადა უგულავამ.

გარდა ამის,ა გიგი უგულავამ კოლეგა ოპოზიციოონერებს მოუწოდა, რომ გამოსვლების დროს თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და იყვნენ მოზომილები.

“მინდა მოვუწოდო ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომ უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ფუნდამენტურ საკითხზე რასაც ჰქვია არჩევნების მიმართ დამოკიდებულება, რომ ის ტოტალურად გაყალბდა და სამწუხაროდ, ბოიკოტი არის ერთადერთი სწორი ფორმა, ამაში ვართ ერთიანი, ამიტომ გამონათქვამები უნდა მოვზომოთ იმისათვის, რომ ვიყოთ მოზომილები და იმისათვის, რომ ერთიანობას საფრთხე არ შეექმნას”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიგი უგულავა  - “ჭირვეულის მორჯულება” ხდება - ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა

ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზეა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში - ეს არის ფაქტი და დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ბიძინა ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები.

"ჩვენ ვნახეთ ფაქტი, რომ პირველი მოწვევა და პარლამენტის მომდევნო სხდომებზე “ქართული ოცნება” არის მარტო. ჩვენ ვნახეთ ფაქტები, რომ 50-ზე მეტმა დეპუტატმა შეიტანა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ჩვენ ასევე, მიუხედავად ბაქიბუქისა “ქართული ოცნების” მხრიდან ვხედავთ ფაქტებს, რომ მათ შეეძლოთ ამ განცხადებების კენჭისყრა ამ კვირაში, მაგრამ გადადეს ერთი თვით. მათ შეეძლოთ ის დრაკონული კანონები, ანტიკონსტიტუციური კანონები მიეღოთ ამ კვირაში, მაგრამ განუსაზღვრელი დროით გადადეს. ეს იმისთვის არის, რომ ისინი ბაქიბუქობენ, მაგრამ ნელ-ნელა მაინც “ჭირვეულის მორჯულება” ხდება და გრძნობენ, რომ გამოსავალი არანაირი არ არის, არც კანონების მიღებაში, არც უფლებამოსილების შეწყვეტაში. ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე, ამიტომ ხელისუფლებამ გაწელა ეს პროცესი?! მაშინ თვითონვე მოვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ხელისუფლება და უმრავლესობა არის მარტო და ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში ეს არის ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები”, - განაცხადა უგულავამ.

გარდა ამის,ა გიგი უგულავამ კოლეგა ოპოზიციოონერებს მოუწოდა, რომ გამოსვლების დროს თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და იყვნენ მოზომილები.

“მინდა მოვუწოდო ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომ უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ფუნდამენტურ საკითხზე რასაც ჰქვია არჩევნების მიმართ დამოკიდებულება, რომ ის ტოტალურად გაყალბდა და სამწუხაროდ, ბოიკოტი არის ერთადერთი სწორი ფორმა, ამაში ვართ ერთიანი, ამიტომ გამონათქვამები უნდა მოვზომოთ იმისათვის, რომ ვიყოთ მოზომილები და იმისათვის, რომ ერთიანობას საფრთხე არ შეექმნას”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს