თამარ გაბუნია - ახალ შტამებსაც შეიძლება ველოდოთ და ტალღურ მიმდინარეობას, ვიდრე არ გვექნება ვაქცინაციით შესაფერისი მოცვა

უპროგნოზოა ამ ვირუსის ქცევა და მიმდინარეობა და ახალ შტამებსაც შეიძლება ველოდოთ და ტალღურ მიმდინარეობას, ვიდრე არ გვექნება ვაქცინაციით სათანადო და შესაფერისი მოცვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წელს გაგრძელდება თბილისში რესპუბლიკურ საავამყოფოში დამატებითი საწოლფონდის შექმნა, რაც შექმნის სტაბილურ გარანტიას ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომ მან რყევების და დარტყმების გარეშე განაგრძოს მულტიპროფილური სერვისები.

"2020 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კოვიდმა გამოწვევებთან ერთად შესაძლებლობებიც შექმნა და სწრაფი განვითარების შესაძლებლობა მისცა ჯანდაცვის სექტორში არაერთ მიმართულებას, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ საწოლების რაოდენობას. მოგეხსენებათ, რუხის და ბათუმის კლინიკები ასეთი დონით და ტემპით, ბუნებრივია, ვერ განვითარდებოდა რომ არ ყოფილიყო ამის მწვავე აუცილებლობა და დღეს ორივე კლინიკა სრული დატვირთვით იღებს პაციენტებს. ასევე გრძელდება თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამატებითი საწოლფონდის შექმნა და ესეც იქნება ჩვენთვის 2021 წლის დასაწყისიდან პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შექმნის სტაბილურ გარანტიას ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომ მან ასეთი რყევების და დარტყმების გარეშე განაგრძოს მულტიპროფილური სერვისები, მაშინ როცა იქნება ალტერნატიული, კიდევ დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ მზარდი ეპიდემიის პირობებში და როგორც ხედავთ უპროგნოზოა ამ ვირუსის ქცევა და მიმდინარეობა და ახალ შტამებსაც შეიძლება ველოდოთ და ტალღურ მიმდინარეობას, ვიდრე არ გვექნება ვაქცინაციით სათანადო და შესაფერისი მოცვა. ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი მომავალ წელს პირველ რიგში იქნება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ასევე მთელი რიგი საკითხები, როგორიც არის - მენტალური ჯანმრთელობა, ტუბერკულოზის სერვისი, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ეს გამოწვევა დარჩა და არსად არ წავიდა, კოვიდი დაემატა უბრალოდ ამ ყველაფერს. ასე, რომ მომავალი წელი იქნება სტრატეგიულად ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო