სოზარ სუბარი - მთავარი საფიქრალი დღეიდან პოსტკრიზისული აღდგენა უნდა იყოს

„რა იგეგმება სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისთვის და იმ პროქტების მიმართულებით, რომლებიც სავარაუდოდ ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგალითად ველისციხე, ლაღამი და უამრავი ის მცირე თუ დიდი პროექტი, რომელიც სამომავლოდ სწორედ ტურისტების მიზიდულობის ცენტრებად და კერებად უნდა იქცეს“,- ამ კითხვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს.

დეპუტატი პლენარულ სხდომაზე, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებით დაინტერესდა.

„გასაგებია, რომ საუკუნის კრიზისს გადის მთელი მსოფლიო და ჩვენც. ასეთ დროს პრიორიტეტები მოსახლეობის სოციალური დაცვა, ბიზნესის დახმარება სწორად არის დალაგებული, მაგრამ ამავდროულად, ამ ბიუჯეტში ჩადებულია და მთავარი საფიქრალი დღეიდან უნდა იყოს პოსტკრიზისული აღდგენა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ მზად ვიყოთ ისევ შემოსავლების გენერირებისთვის და ამ მხრივ, რა იგეგმება სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისთვის და იმ პროქტების, რომლებიც სავარაუდოდ ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგალითად, ველისციხე, ლაღამი უამრავი ის მცირე თუ დიდი პროექტი, რომელიც სამომავლოდ სწორედ ტურისტების მიზიდულობის ცენტრებად და კერებად უნდა იქცეს. კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ორი წლის წინ, საგარეჯოდან თბილისში ჩამოსვლა შაბათ და კვირა საღამოს უნდოდა სამი საათი ისეთი გადაჭედილი იყო ტრასები, ეს დრო დაბრუნდება და ამ დროისთვის მზად უნდა იყოს ჩვენი ინფრასტრუქტურა, ამ მიმართულებით რა გეგმები გვაქვს და რა შესაძლებლობები არის გამოყოფილი?“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს