ჯო ბაიდენი - თუ ვაქცინაციის პროგრამა მსგავსი ტემპით გაგრძელდება, ამერიკელი ხალხის ასაცრელად არა თვეები, არამედ წლები იქნება საჭირო

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქეა აცრილი, რაც ძალიან მცირე რიცხვია იმასთან შედარებით, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზოგადოებას ჰპირდებოდა.

„რამდენიმე კვირის წინ ტრამპის ადმინისტრაცია გვპირდებოდა, რომ დეკემბრის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანი აიცრებოდა. დეკემბრის გასვლამდე მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება და მხოლოდ 2 მილიონი ადამიანია აცრილი,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, თუკი ვაქცინაციის პროგრამა მსგავსი ტემპით გაგრძელდება, ამერიკელი ხალხის ასაცრელად არა თვეები, არამედ წლები იქნება საჭირო.

„ჩემი პრეზიდენტობის პირველი 100 დღისთვის 3 გამოწვევა დავასახელე. ერთ-ერთი არის ის, რომ პირველი 100 დღის დასრულების დროისთვის 100 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რაც ამჟამინდელ ტემპზე 5-6-ჯერ უფრო სწრაფია და დღეში 1 მილიონ აცრას გულისხმობს,“- განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ის კონგრესს დამატებითი დაფინანსების დამტკიცების თხოვნით მიმართავს.

ჯო ბაიდენის განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამის მსგავსი ტემპით განხორციელების შემთხვევაშიც კი მოსახლეობის უმეტესობის ასაცრელად რამდენიმე თვე იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია Pfizer-BioNtech-ისა და Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინებით რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი