კახა კალაძე - გლდანში, გზის რეაბილიტაციისას ამოღებული ძველი მილები, რომელიც დასაწყობებული იყო, აღარ არის, მოიპარეს - ყველა აგებს პასუხს, ვინც დამნაშავეა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ძველი მილები, რომელიც დასაწყობებული იყო, აღარ არის. როგორც კალაძე აცხადებს, საუბარია 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტზე.

„ჩვენ გლდანში დავამთავრეთ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ხარვეზებით წარიმართა. ამასთან დაკავშირებით შიდა აუდიტმა მოკვლევები ჩაატარა და იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ საკითხებზე.

ამასთან მიმართებით, გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილი იქნა დოკუმენტაცია მოკვლევის მიზნით.

გარდა ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული, ის ძველი მილები, რომელიც მიწაში იყო განთავსებული და რომლის ამოღებაც მოხდა და დასაწყობებული იყო, აღარ არის - მოიპარეს. ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო, საუბარია 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტზე. მინიმუმ 200 ათასი ლარი აქვს ზარალი მუნიციპალიტეტს. ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დასრულებული აქვს აუდიტს. მთავარ პროკურატურას გადაეცემა საქმე, ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ აქ „რაღაცების გატარება“ ვიღაცას შეუძლია. ყველა აგებს პასუხს, ვინც დამნაშავეა და სავარაუდო დანაშაულშია გარეული“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე