ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას მომხმარებლების 95%-ზე მეტი ვერ იგრძნობს

პარლამენტის წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას მომხმარებლების 95%-ზე მეტი ვერ იგრძნობს. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის პრეროგატივა იყო.

“ ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ სემეკმა გადახედა ტარიფებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ტარიფების გადახედვა არ მომხდარა. შესაბამისად, ერთი მხრივ, ჩვენ როდესაც ვართ პანდემიაში და ვცდილობთ, რომ კერძო სექტორს შევუმსუბუქოთ ეს წნეხი, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ მათ ინტერესებზეც. მეორე მხრივ, ამის საპირწონედ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც აღმასრულებელმა, ისე საკანონმდებლომ, გუშინვე მიიღო ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი სუბსიდირება ასახულიყო. ფაქტობრივად, მომდევნო წლის განმავლობაში, მომხმარებლების 95%-ზე მეტი ვერ იგრძნობს ტარიფის გაზრდას, ვგულისხმობ ფიზიკურ პირებს და ოჯახებს. ამავდროულად, მიმდინარეობს სუბსიდირების ერთი ნაწილი, რომელიც უშუალოდ პანდემიას უკავშირდება, ვინც 200 კვტ.სთ-ზე ნაკლებს მოიხმარს ზამთრის თვეებში, ყველა ოჯახი სუბსიდირებულია”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა