საგამოძიებო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელებს შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელებს შორის გაცნობითი ხასიათის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას უძღვებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უფროსი ვადიმ მელნიკი.

„მხარეებმა მიმოიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლის კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე მეტად აქტუალურია ორივე ქვეყნის კოლეგა სამართალდამცავი უწყებებისთვის. უკრაინული მხარის თხოვნით, მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებისა და კონკრეტული თავისებურების შესახებ. შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნა აგრეთვე სამომავლო პროფესიული თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ანალოგიურ ფორმატში ინტენსიურად გაგრძელდეს სამუშაო შეხვედრები ორ უწყებას შორის - შესაბამისი კომპეტენციის მქონე სხვადასხვა რგოლების ჩართულობით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ კოლეგა უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები“,- აცხადებენ უწყებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს