სოზარ სუბარის განცხადებით, ამნისტიის აქტი დაახლოებით 1000 ადამიანს შეეხება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ სოზარ სუბარის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით დაახლოებით 1000 ადამიანს შეეხება. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, კანონპროექტი ისეა შემუშავებული, რომ ქვეყანაში კრიმინალის ზრდის მოლოდინი არ არის.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პარლამენტში უნდა გავიდეს მეორე მოსმენით. პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. დაისვა არაერთი კითხვა და წინადადება. შესაბამისად, მათი ნაწილი გათვალისწინებულია. გაფართოვდა როგორც მუხლების რაოდენობა, ისევე იმ პუნქტების შემადგენლობა, რომელსაც შესაძლოა, შეეხოს ეს კანონი. ამნისტიის ეს აქტი შემუშავებულია ისე, რომ კრიმინალის ზრდის მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. ზოგადად, ჰუმანური აქტია, თუმცა ამნისტიას ყოველთვის აქვს ერთი მინუსი ის, რომ ის თანაბრად ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ამ კონკრეტული მუხლის ქვეშ ხვდება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არანაირად არ ნანობს ან ადამიანი, რომელმაც დღეს დაიწყო სასჯელის მოხდა. წარმოდგენილი რედაქცია დაახლოებით 1000-მდე ადამიანს შეეხება. ძირითადად ეს არის მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუმცა არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც, ოღონდ იმ ნაწილში, სადაც ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნევა ნარკოტიკების ფლობა, თუ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობისაა“, - განაცხადა სუბარმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო