Moderna-ს მტკიცებით, მათი ვაქცინა მინუმუმ 1-წლიან იმუნიტეტს ქმნის

Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორგანიზმში იმუნიტეტს მინიმუმ 1 წლით ქმნის, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ „მორგანის ჯანდაცვის“ კონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ფარმაცევტული კომპანია ირწმუნება, რომ მის მიერ გამოყენებული RNA (mRNA) ტექნოლოგია ეფექტურად მოქმედებს კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში გაჩნდა.

კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელს 600 მილიონიდან 1 მილიარდამდე ვაქცინის დოზის მიწოდებას გეგმავს. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობასთან წინასწარ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების შეფასების საფუძველზე კი წელიწადში 11.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ვაქცინის გაყიდვას პროგნოზირებს.

Moderna-ს ვაქცინა mRNA-1273 კორონავირუსის იმიტაციისთვის სინთეზურ mRNA- ს იყენებს და იმუნურ სისტემას მის ამოცნობასა და განეიტრალებას ასწავლის.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს