დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა და მთავარი ორიენტირები არ შეიცვლება.

„ასეთი გეგმა შემუშავდა, რომ უახლოეს დღეებში იქნება პარტიის ყრილობა, სადაც განისაზღვრება საკადრო-საორგანიზაციო საკითხები. ის, რაც არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა, რაც არის მისი მთავარი ორიენტირები, ცალსახად არ შეიცვლება. რაც შეეეხება ახალ სახეეებს, ყრილობაზე ალბათ გამოჩნდება. უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა და ბევრი ახალი სახე იქნება, ოღონდ არა მთავარ მმართველობით ორგანოში, თვითონ პარტიაში ბევრი ახალი სახე იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. პარტიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს