ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2020 წლის არჩევნებზე - ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა განცხადება გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ , - ამის შესახებ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშში ნახსენებია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომელთაც ერთხმად დაასკვნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ის ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ. აქვე საუბარია, რომ დამკვირვებლებმა მიუთითეს არათანაბარ გარემოზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, კამპანიის დაფინანსების და გამჭვირვალობის სუსტ რეგულაციებზე, რამაც აშკარა ფინანსური უპირატესობა მისცა გარკვეულ პარტიებს, მათ შორის მმართველ პარტიას. დამკვირვებლებმა ასევე მიუთითეს ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ოქმებში შეუსაბამობებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, ეს დარღვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - წერია ანგარიშში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ იგი ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები ფართოდ გაყალბდა, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებდნენ მეორე ტურს და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემდა საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ადგილი, ამიტომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, შეასრულონ საკუთარი საპარლამენტო მანდატები“, – წერია ანგარიშში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია