ზურაბ ჯაფარიძე - ზღაპარი და ილუზიაა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ რამეს დათმობს - გამოსავალი არის ბრძოლაში

პარტია „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერი, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ერთადერთი გამოსავალი არის ბრძოლა და „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლების ჩამორთმევა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, ილუზიაა ის, რომ დღეს ოპოზიციის ბრძოლის გარეშე, „ქართული ოცნება“ რამეს დათმობს.

„გამოსავალი არის ბრძოლაში. მე სხვა გამოსავალი არ ვიცი. გამოსავალი არის ის, რომ „ოცნებამ“ საბოლოოდ ხელისუფლება უნდა დათმოს. აქამდე უნდა მივიდეთ წყნარად, მშვიდობიანად, ცივილიზებულად. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამაზე ბევრი გზის მოფიქრება არის აუცილებელი და შემდეგ გასაკეთებელი. ბრძოლის გარდა, არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ზღაპარი და ილუზიაა ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ რამეს დათმობს. ამაში იგულისხმება სერიოზული დათმობა ძალაუფლებასთან მიმართებით, რადგან არანაირი მასტიმულირებელი, რომ მათ ძალაუფლება დათმონ, არ არის. არც გარედან აქვთ განსაკუთრებული წნეხი და არც ქვეყნის შიგნით არ იგრძნობა განსაკუთრებული პროტესტი სრულიად გიჟური კორონა რეგულაციების ფონზე, ადამიანები მონების მდგომარეობაში ჰყავთ და ამასაც კი, ძალიან ცოტა ადამიანი აპროტესტებს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში „ქართული ოცნება“ კომფორტულად გრძნობს თავს, თუმცა არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში დესტრუქციულ ძალად გამოჩნდეს.

„ქართული ოცნება“ ამ მდგომარეობაში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. ერთადერთი, რაც აწუხებს არის ის, რომ არ გამოჩნდნენ დესტრუქციულები მომლაპარაკებლების თვალში და ამასაც მეტ-ნაკლებად ახერხებენ. სხვა რაიმე წნეხი მათზე არ არის, რომ ძალაუფლება დათმონ“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა