ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პარტიული თანამდებობის შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან წასვლის შემდეგ მიიღო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილისა და პოლიტიკური საბჭოს წევრის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მან პარტიული თანამდებობის შესახებ შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან წასვლის შემდეგ მიიღო.

როგორც მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიულ თანამდებობაზე დათანხმება ტელევიზიიდან წასვლასთან კავშირში არაა.

„ძალიან საინტერესო გუნდია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს იმ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქცია არის თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა. როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, ეს საინტერესოდ მეჩვენა, მითუმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან წავედი ივლისსა თუ აგვისტოში. ქართველები ასე არ ვგეგმავთ, კარგია, რომ ვგეგმავდეთ. ეს ამასთან არ იყო კავშირში. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც შემომთავაზა, შემდეგ კახა კალაძეს ვესაუბრე და ა.შ. ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს მის გარეშე ფუნქციონირება, ეს საქართველოსთვის ხშირი მოვლენა არაა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს ამ პარტიას. ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს. ამ პარტიამ უნდა შეძლოს და შეასრულოს ქართულ პოლიტიკაში ფლაგმანის როლი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, მშვიდობა და გონიერი ნაბიჯები“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს. ასევე, დღეს ყრილობაზე აირჩიეს პოლიტიკური საბჭოს 20 წევრი.

ამასთან, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება. ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიაში ეს თანამდებობა კვლავ შენარჩუნდა. პარალელურად, კახა კალაძე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც იქნება. ამასთან, ყრილობის გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო