რომან გოცირიძე - თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს.

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, „გარდაისახა, ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია. იმ ასფალტშია, რომელსაც მაია დააგებს“.

„თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა „დამამშვენებლის” როლით.

მათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მორჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამარათლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება.

წავიდა თუ არა? არსად წასულა, გარდაისახა. ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია. იმ ასფალტშია, რომელსაც მაია დააგებს და ფინანსთა მინისტრი( სულ მავიწყდება მისი სახელი) დააფინანსებს ნასესხები ფულით, იმ ვაქცინაშია, რომელიც კორონას შემუსრავს და იმ რადიოტალღებშია, რომელიც „იმედს” აფრქვევს ქვეყანაში. იმ ჩაქუჩშია, რომელსაც სპიკერი დასცხებს მაგიდაზე და იმათ გულშია სავსე, ვისი ჯიბეც გაავსო.

ყველგანაა და წავიდაო!

ესეც რწმენის საკითხია. რწმენას ხომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ“, - წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და ის 21 წევრითაა წარმოდგენილი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: ირაკლი კობახიძე; კახა კალაძე; ვასილ მაღლაფერიძე; გიორგი გახარია; არჩილ თალაკვაძე; მაია ცქიტიშვილი; გიორგი ვოლსკი; ირაკლი ღარიბაშვილი; თეა წულუკიანი; მამუკა მდინარაძე; კახაბერ კუჭავა; ვახტანგ გომელაური; ეკატერინე ტიკარაძე; ივანე მაჭავარიანი; მაკა ბოჭორიშვილი; შალვა პაპუაშვილი; მარიამ ქვრივიშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; სოზარ სუბარი; დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა