ბართინის გუბერნატორის ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში ჩაძირული გემი პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა, რომელიც საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა

თურქეთის პროვინცია ბართინის გუბერნატორის, სინან გიუნერის ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული მშრალტვირთმზიდის „Arvin“ის ეკიპაჟის 13 წევრი უკრაინის მოქალაქეები არიან და არა რუსეთის, როგორც ეს მანამდე ითქვა.

მისი თქმით, ეკიპაჟის ორი წევრი ცოცხალი იპოვეს, მათთან მისვლას მაშველები ცდილობენ. ეკიპაჟის 6 წევრი გადაარჩინეს. გარდაცვლილია ორი მეზღვაური.

ქალაქ ბართინის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გემის ჩაძირვის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა.

„ინკუმუს რაიონში გემი „არვინი“ ჩაიძირა, რომლის ეკიპაჟის 12 წევრი უკრაინის მოქალაქეები არიან. გემი პალაუს დროშიც ცურავდა, რომელიც უამინდობის გამო ჩაიძირა. ის საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა. ამ დროისთვის გადარჩენილია ეკიპაჟის ექვსი წევრი“ , - ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამავდროულად „როსმორჩერფლოტის“ ინფორმაციით, გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი რუსეთის მოქალაქეა. მათივე ცნობით, გემის მფლობელი უკრაინული კომპანიაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს