ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე დეტალური და მკაცრი მონიტორინგი დაწესდება.

მისივე თქმით, იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის გაიდლაინს კოვიდვაქცინის დამახასიათებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებიც დაემატა.

„ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად. ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენი ექიმები გამოიყენებენ გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინის გვერდითი მოვლენები ძირითად შეთხვევაში არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.

„გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია მაშინვე ან მოგვიანებით. არის მთელი რიგი სხვადასხვა ტიპის გამოვლინებები, რაც ვაქცინას თან ახლავს და ეს აღწერილია იმ დოკუმენტაციაში, რაც ჩვენთან ვაქცინასთან ერთად მოდის. უმრავლეს შემთხვევაში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამოვლინებები. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს, არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია“, - განაცხადა გაბუნიამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე დეტალური და მკაცრი მონიტორინგი დაწესდება.

მისივე თქმით, იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის გაიდლაინს კოვიდვაქცინის დამახასიათებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებიც დაემატა.

„ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად. ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენი ექიმები გამოიყენებენ გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინის გვერდითი მოვლენები ძირითად შეთხვევაში არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.

„გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია მაშინვე ან მოგვიანებით. არის მთელი რიგი სხვადასხვა ტიპის გამოვლინებები, რაც ვაქცინას თან ახლავს და ეს აღწერილია იმ დოკუმენტაციაში, რაც ჩვენთან ვაქცინასთან ერთად მოდის. უმრავლეს შემთხვევაში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამოვლინებები. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს, არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო