ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არის, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის

დღეს ჩვენ აქ საბოლოო შთანხმებისთვის არ მოვსულვართ, ჩვენ, უბრალოდ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არის და ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხს, ელისაშვილის განმარტებით, ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის.

„მე და ლევან იოსელიანი პარტია „მოქალაქეების“ სახელით ვიყავით მოსულები, რომ გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა მზაობა „ქრათულ ოცნებას“ მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით და იყო თუ არა მზად წასულიყო კომპრომისებზე. მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსული. 4-ვე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ. ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე, ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. ძალიან მძიმედ არის ეს საქმე. გაირკვა ის, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით და საარჩევო ადმინისტრაციის ცვლილებასთან და დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე იყო მზაობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ახლაც ეს დათმომებები და კომპომისის მზაობა დადასტურდა.

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთ პროცენტიან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე დანიშნონ,“- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა