ანა დოლიძე - NDI-ის კვლევის შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის - რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა

NDI-ის კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის - რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა , - ამის შესახებ მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები შეაფასა.

მისი თქმით, ახლა, კარგი დროა დაფიქრდეს ოპოზიცია, სჭირდება, თუ არა მას ტაქტიკის შეცვლა.

"თავიდანვე ვამბობდი, რომ ბოიკოტის შემთხვევაშიც ხალხს სჭირდება ქომაგი, ამქარი, რომელიც მისდევს მის სოციალურ პრობლემებს. ოპოზიციას ბოიკოტის შემთხვევაშიც კი , ხალხთან უნდა გაეგრძელებინა მუშაობა სოციალურ თემებზე და იმ თემებზე, რომელიც ჩვენს ოჯახების ყოველდღიურად განიხილება. კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის - რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა. ჩემი აზრით, ეს არის იმ ქომაგის არ არსებობა, რომელიც ოპოზიციის სახით ხალხს სჭირდება. ბოლო სამი თვეა, ყველა გადართული იყო რაუნდებზე, მაშინ, როცა ადამიანებს აქვთ გადარჩენის ამოცანა. მე თავიდანვე ვიყავი ამ ფრონტზე ბევრი მიზეზის გამო", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს