მეუფე დანიელის განცხადებით, დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, დეკანოზ თადეოზის საკვირაო ქადაგება სახარებისეული სწავლებისათვის შეუფერებელია.

„მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა „ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!"

„ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ არაფერი არ დაგეტაკებათ, მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყავით, ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ ბაბუ, თუ არადა თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“, - განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მეუფე დანიელის განცხადებით, დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, დეკანოზ თადეოზის საკვირაო ქადაგება სახარებისეული სწავლებისათვის შეუფერებელია.

„მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა „ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!"

„ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ არაფერი არ დაგეტაკებათ, მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყავით, ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ ბაბუ, თუ არადა თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“, - განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია