ირმა ინაშვილი - “ქართული ოცნება” და ვაჭრობა ერთმანეთის სინონიმები გახდა - ვაჭრობს არჩევნებით, მანდატებით, დავით გარეჯის თემით

ვინც შედიხართ პარლამენტში, შედით. რას დაგვღალეთ და გადაგვაყოლეთ. ვინც არ შედის, დაანებოს თავი 24-საათიან რეჟიმში ამაზე საუბარს,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ინაშვილი აღნიშნავს, დავით გარეჯის თემა გარიგების ნაწილია და “ქართული ოცნება” ვაჭრობს.

“არჩევნების გაყალბების შემდეგ “ქართული ოცნება” ციხიდან ათავისუფლებს მელაშვილს, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, რეალურად ჩადენილ დანაშაულში ედავებიან და რომელიც აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. მთელ ამ სიტუაციას პოლიტიკური კონტექსტი ახლავს. რა დროს და რატომ მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, თუ ეს მძიმე დანაშაული ჩადენილია და ჩადენილია, როგორც პროკურატურა ამბობს, რატომ ათავისუფლებენ? აქ პოლიტიკური კონტექსტი ერთ-ერთი მთავარია. ნათელია, რომ “ქართული ოცნება” ვაჭრობს. “ქართული ოცნება” და ვაჭრობა ერთმანეთის სინონიმები გახდა. “ქართული ოცნება” ვაჭრობს არჩევნებით, მანდატებით, დავით გარეჯის თემით და მზადაა, ნახევარი ქვეყანა დათმოს, ოღონდ ვინმე შეიტანოს გაყალბებული გზით ფორმირებულ არჩევნებში. “ქართული ოცნება” ვაჭრობს კოვიდით, ყოვლად უგუნური აკრძალვებით, რასაც ვეწინააღმდეგებით. ქვეყანა უნდა გაიხსნას. რეალობაა, რომ დღეს ქვეყანას მართავენ კომედიანტები, რომლებიც დაკავებულები არიან არა სახელმწიფოს მართვით, არამედ პოლიტიკური სპექტაკლების დადგმით. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე და ტრაგიკულ რეალობაში, სადაც ყოველდღე გვაყურებინებენ უნიჭოდ და მდარედ დადგმულ პოლიტიკურ სპექტაკლებს და დავით გარეჯის გამოძიების კონტექსტიც ამ პოლიტიკური სპექტაკლების ნაწილია.

ეს ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი იხილებოდა და არის გარიგების ნაწილი. ასე მართავს “ქართული ოცნება” ქვეყანას, ასეთი იაფფასიანი გადაწყვეტილებებით”,- განაცხადა ინაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა