ლაშა ჯანიბეგაშვილი - ნინო ლომჯარია გენდერული ნიშნით ჩემს დისკრედიტაციას ახდენს

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენდერული ნიშნით მის დისკრედიტაციას ახორციელებს.

როგორც მან სახალხო დამცველის ოფისთან ბრიფინგზე განაცხადა, ის საკონსტიტუციო სასამართლოს, სავარაუდოდ, მალე მიმართავს, რათა ნინო ლომჯარიას უწყებას სექსუალური შევიწროების ფაქტის მოკვლევის უფლება ჩამოერთვას.

"საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენდერული ნიშნით ჩემს დისკრედიტაციას ახდენს. რაც გამოიხატება შემდეგში - მიჩივის ვიღაც ქალი, რომელიც თვალით არ მყავს ნანახი და 6 თვის წინ "ფეისბუქით" მასთან მქონდა მიმოწერა, იყო ორმხრივი, ორი ზრდასრული ადამიანის მიმოწერა და არანაირი სექსუალური შევიწროება ან უზრდელობა არ ყოფილა - ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ახდენს მტკიცებულებების მოკვლევას, ითავსებს პროკურორის და მოსამართლის მოვალეობას და მთხოვს ახსნა - განმარტებას. მე არაერთხელ მივმართე სახალხო დამცველს, რომ სხვადასხვა უწყებისთვის დაეგზავნა მოთხოვნები, თუნდაც სარეკომენდაციო მიმართვები, თუნდაც განცხადებები გაეკეთებინა, რომ ელემენტარულად იმ ფაქტებზე, რაზეც მე ვჩიოდი დაწყებულიყო მოკვლევა პროკურატურის მხრიდან, რაც არ გააკეთა დღემდე ლომჯარიას უწყებამ. დღემდე იგნორს მიკეთებს ნინო ლომჯარია ყველაფერზე. ამის მიზეზი არის ის, რომ ბაია პატარაიას ორგანიზაცია "საფარი" მიჩივის და როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ახლო მეგობრები ყოფილან და ამიტომ მის საჩივრებს ძალიან დიდი ყურადღებით ეპყრობა და რეკომენდაციებს დებს მამაკაცთა წინააღმდეგ. ეს არის მამაკაცების დისკრიმინაცია, ჩემი როგორც ადვოკატის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და მცდელობა. სახალხო დამცველი ნაცვლად იმისა, რომ გამოვიდეს და გააკეთოს განცხადებები, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა ადვოკატის მიმართ, ამის ნაცვლად სახალხო დამცველი მიზანმიმართულად იგნორს უკეთებს ჩემს განცხადებებს და საჩივრებს, რის გამოც მე იძულებული გავხდები უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მივმართავ, რომ ლომჯარიას უწყებას ჩამოერთვას სექსუალური შევიწროების ფაქტის მოკვლევის უფლება, საქართველოს პარლამენტში არის უკვე შესული მსგავსი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც იმედია დაკმაყოფილდება",- განაცხადა ლაშა ჯანიბეგაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“