ლევან იოსელიანი თეა წულუკიანს - თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს, კარგი იქნება, თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ

ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც წულუკიანმა “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომერი გამოაცხადა.

ამასთან, ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

„თუ რამე დავამტკიცეთ მთელი ამ დროის განმავლობაში, დავამტკიცეთ ყველაზე მთავარი, რომ არ არსებობს ძალა, ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ჩვენზე გავლენა მოახდინოს და გაგვაკეთებინოს ის, რისიც არ გვჯერა და არ მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის უკეთესად. ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამინების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ეკრანს უყურებს და ელოდება, რომ მათ პრობლემებზე იქნება საუბარი. კარგი იქნება თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ, თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავისი ნომერი დადო, გვარამიას ნომერი ყველას აქვს, თეა წულუკიანის ნომერიც თუ იქნება, ეს იქნება მხოლოდ კარგი.

მე მინდოდა, რომ ამ დარბაზში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებისგან თავის შეკავების თაობაზე მომეწოდებინა, თუმცა რა გადაწყვეტილებაც მიიღეთ, მხოლოდ კარგია. სწორია, რომ არ შეუწყვიტოთ მანდატები ოპოზიციას, სწორია, რომ დატოვოთ სივრცე იმისთვის, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში სწორია, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი იყოს აქ, ამ დარბაზში და ვსაუბრობდეთ ხალხზე, მათ პრობლემებზე“, - აღნიშნა იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო:თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს, კარგი იქნება, თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ - ლევან იოსელიანი თეა წულუკიანს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა