ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე - მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მოცემული პროცესი ზედმეტი პოლიტიკური კონტექსტიდან და შეფასებებისგან გავათავისუფლოთ

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მოცემული პროცესი ზედმეტი პოლიტიკური კონტექსტიდან და შეფასებებისგან გავათავისუფლოთ, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან ვრცელი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან შორს არის და გადაწყვეტილებას მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიიღებს.

"ვერ დამიდასტურებთ იმ მოცემულობას, რომ სასამართლო პოლიტიკური კონტექსტით მონაწილეობს ამ საკითხში. ძალიან შორს ვარ რაღაც ტიპის პოლიტიკური პროცესებისგან და ამაში დაგარწმუნებთ ჩემი მონაწილეობა მოცემული საქმის განხილვაში. ყველას მოვუწოდებ, სასამართლოს და მხარეებს, მოგვცენ საშუალება, გონივრულობის ფარგლებში, ზედმეტი ემოციების გარეშე გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები და რასაც მოგვცემს შესაძლებლობა, გარწმუნებთ, შედეგი მტკიცებულებებიდან გამომდინარე იქნება",- განაცხადა ჩხიკვაძემ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უმრავლესობის დეპუტატმა თეა წულუკიანმა საჯაროდ მისი მობილურის ნომერი გამოაცხადა, რის გამოც მას ურეკავენ და ეს უკვე პირადი დევნაა.

"ნახევარი საათის წინ, ღია ეთერში გამოაცხადა თეა წულუკიანმა ჩემი მობილურის ნომერი. ასევე გამოაცხადა, რომ მე თურმე, ოპოზიციას პარლამენტში არ ვუშვებ. "ქართულ ოცნებას" სჯერა, რომ ვიღაცას არ ვუშვებ პარლამენტში, ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, ეს უკვე პირადი დევნაა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაა. პოლიტიკური კონტექსტი არათუ მოიხსნა, გაძლიერდა.

ნორმალურ ქვეყანაში, თქვენ იქნებოდით თითით საჩვენებელი მოსამართლე თქვენი გონებრივი შესაძლებლობების და უნარების გამო, რომელიც გაქვთ, ნუ გააკეთებთ იმას, რასაც არცერთ ვითარებაში არ გააკეთებდით, ზეწოლა რომ არ იყოს თქვენზე. ნუ იტყვით, რომ ან პოლიტიკური ან პანდემიური ფაქტორი მოიხსნა",- განაცხადა გვარამიამ.

აღნიშნულის საპასუხოდ მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას გაცნობილი არ არის და მისი შეფასებით, ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა.

ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი 11 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა