საბა ბუაძე - თუ შეთანხმების მიღწევა მოხდება, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი ფუჭი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია დაარღვიეს

თუ მოხდება შეთანხმების მიღწევა, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ფუჭი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაარღვიეს კონსტიტუცია და ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს თუ როგორი ზერელე დამოკიდებულება აქვთ კანონის უზენაესობის და კონსტიტუციის პრინციპების დაცვის მიმართ,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უფლებამოსილება ოპოზიციონერ დეპუტატებს არ შეუწყდათ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ერთგვარი უკან დახევა და მოლაპარაკებისთვის სივრცის დატოვება იყო. თუმცა, როგორც ბუაძე ამბობს, ხელისუფლებამ კონსტიტუციური მოთხოვნები დაარღვია.

„ეს იყო ერთგვარი უკან დახევა და იმ სივრცის შენარჩუნება, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში ისევ და ისევ კანონის უზენაესობა ზარალდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია საკონსტიტუციო ჩარჩოს, ვინაიდან, ეს გადაწყვეტილება მანდატების არგაუქმების აცდენილია საკონსტიტუციო სტანდარტს და მოთხოვნას და ეს პირველ რიგში ყველაზე კარგად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იციან. „ქართული ოცნებისთვის“ კანონის დარღვევა ახალი არ არის, დღესაც ვნახეთ მაგალითად, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე, რომელიც თავს დაესხა ყოფილ გენერალურ აუდიტორს, დღეს სასამართლომ გაათავისუფლა, ის რომ „ქართულ ოცნებას“ კანონთან პრობლემა აქვს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორც ამ შემთხვევაზე, ისე პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე,“- განაცხადა ბუაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ და ახლა კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ფართო პოლიტიკურ შეთანხმებაზე გადის. ბუაძის თქმით, ახლა ოპოზიციის მოლოდინია, რომ ქართული ოცნება მოლაპარაკებებს კონკრეტული წინადადებებით დაუბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის გაუგებარია, რატომ დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია.

„მანდატების საბოლოო გაუქმება კიდევ უფრო გაამწვავებდა კრიზისს და „ქართული ოცნება“ პირველ რიგში, როგორც ჩანს, ამას მიხვდა და ამიტომაც გავიდა ამ საკონსტიტუციო ჩარჩოდან. ისინი რეალურად მიხვდნენ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდნენ ერთპარტიულ პარლამენტში და მათ ამის გემო იგრძნეს უკვე იმ ძალიან დიდი ვაკუუმით, რომელიც პარლამენტში არსებობს და ამ ძალიან ცუდი მეთოდებით - დეპუტატების პარლამენტში „შეთრევით“ ვერ მოხდება ამ ვაკუუმის შემსუბუქება და ახლა ხედავენ, რომ აუცილებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ უკან დაიხიეს და ახლა მნიშვნელოვანია ისინი მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და დაბრუნდნენ კონკრეტული წინადადებებით იმ მოსაზრებებზე და მოთხოვნებზე, რომელიც ოპოზიციამ გააჟღერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი იქნება, რატომ დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია და კანონი მორიგჯერ, თუ პოლიტიკური შეთანხმებისკენ არ მოდის. ჩვენ ველოდებით პირველ რიგში, რომ ქართული ოცნებიდან შემხვედრი ნაბიჯები წამოვიდეს, რადგან ეს იყო ირიბი სიგნალი მოლაპარაკების სურვილთან მიმართებაში, მაგრამ თუ არ მოხდება ლოგიკურად ამ პროცესის დასრულება ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იქნება ეს სამართლებრივი მექანიზმები, საკონსტიტუციო სასამართლო თუ სხვა, აუცილებლად ეს შეიძლება იყოს ლეგიტიმური , დემოკრატიული პროტესტი, რომელიც ამ პანდემიური ფონის მოხსნასთან ერთად აუცილებლად გაგრძელდება ყველა მეთოდს ჩვენ გამოვიყენებთ, მათ შორის, საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას,“- განაცხადა ბუაძემ.

რაც შეეხება დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტში შესვლის ცდუნებას, როგორც ბუაძე აცხადებს, რომ „აქ ცდუნება არ არსებობს, არსებობს ან პოზიციის შენარჩუნება ან ყველაფერზე უარის თქმა“. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც ამ მიმართულებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეს.

„ცდუნება არის, როცა მარხვის დროს არასამარხო საჭმელზე წაგიცდება ხელი, როცა პრინციპულ პოზიციაზე და ღირსების დაცვაზე არის ლაპარაკი, აქ ცდუნება არ არსებობს, არსებობს ან პოზიციის შენარჩუნება ან ყველაფერზე უარის თქმა, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც ამ ყველაფერზე უარი თქვეს, მაგრამ ჩვენთვის ეს არ განიხილება. მგონი ამ ადამიანებმა განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავს. ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან ერთმნიშვნელოვანი, ჩვენ ვაგრძელებთ შეთანხმების მიმართულებით მუშაობას და ველოდებით ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებს. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სწორედ პარლამენტის კედლებში უნდა საქმიანობის გაგრძელება“, - აცხადებს ბუაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა