ახალგაზრდობის სააგენტომ „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ახალგაზრდობის სააგენტომ „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. მათი ცნობით, წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განახლებული და კიდევ უფრო გამარტივებული საკონკურსო პირობები დაწესდა. როგორც ახალგაზრდობის სააგენტოში აცხადებენ, განვითარების ფონდიდან დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ისე ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებს, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 50–მდე ახალი ახალაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება.

„განვითარების ფონდმა“ წელს დაფინანსებისთვის ორი მიმართულება გამოყო: რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება. პირველი მიმართულების ფარგლებში დაფინანსდებიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის, გამოცდილების არ მქონეთა მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფებისა და ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიცირებული საგრანტო პროექტები. მეორე მიმართულების ფარგლებში კი ახალგაზრდული ორგანიზაციები,“- ნათქვამია ინფორმაციაშია.

დეტალური ინფორმაცია „განვითარების ფონდის“ კონკურსის შესახებ განთავსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს facebook გვერდზე: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia

ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, გასულ წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში სააგენტომ 14 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა, საქართველოს 10 რეგიონიდან და კონკურსის გამარჯვებულები საქმიანობას ახლაც აგრძელებენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ახალგაზრდობის სააგენტომ „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ახალგაზრდობის სააგენტომ „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. მათი ცნობით, წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განახლებული და კიდევ უფრო გამარტივებული საკონკურსო პირობები დაწესდა. როგორც ახალგაზრდობის სააგენტოში აცხადებენ, განვითარების ფონდიდან დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ისე ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებს, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 50–მდე ახალი ახალაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება.

„განვითარების ფონდმა“ წელს დაფინანსებისთვის ორი მიმართულება გამოყო: რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება. პირველი მიმართულების ფარგლებში დაფინანსდებიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის, გამოცდილების არ მქონეთა მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფებისა და ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიცირებული საგრანტო პროექტები. მეორე მიმართულების ფარგლებში კი ახალგაზრდული ორგანიზაციები,“- ნათქვამია ინფორმაციაშია.

დეტალური ინფორმაცია „განვითარების ფონდის“ კონკურსის შესახებ განთავსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს facebook გვერდზე: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia

ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, გასულ წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში სააგენტომ 14 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა, საქართველოს 10 რეგიონიდან და კონკურსის გამარჯვებულები საქმიანობას ახლაც აგრძელებენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია