თეიმურაზ ბოჭორიშვილის I  ჩიხის მიმდებარედ სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე (გლდანის „ა" მ/რ შეშელიძის ქ. N126 მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიწყო.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაითესა ბალახი და ასევე, დაირგვება ხეები.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 316 573 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ანელო" ახორციელებს.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწყობა. შესაბამისად, გლდანის გამგეობა 2021 წელს კვლავ აქტიურად გეგმავს მსგავსი სივრცეების მოწყობას. როგორც იცით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა. გასულ წელს გამგეობამ ამ მისამართზე გზის საფარის კაპიტალური მოწესრიგება დაასრულა. წელს კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ლევან ნაროუშვილმა.

გამგებელმა მოსახლეობას სკვერის პროექტი გააცნო და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თეიმურაზ ბოჭორიშვილის I  ჩიხის მიმდებარედ სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე (გლდანის „ა" მ/რ შეშელიძის ქ. N126 მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიწყო.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაითესა ბალახი და ასევე, დაირგვება ხეები.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 316 573 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ანელო" ახორციელებს.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწყობა. შესაბამისად, გლდანის გამგეობა 2021 წელს კვლავ აქტიურად გეგმავს მსგავსი სივრცეების მოწყობას. როგორც იცით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა. გასულ წელს გამგეობამ ამ მისამართზე გზის საფარის კაპიტალური მოწესრიგება დაასრულა. წელს კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ლევან ნაროუშვილმა.

გამგებელმა მოსახლეობას სკვერის პროექტი გააცნო და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია