„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს, შენობას საგანმანათლებლო დატვირთვა ექნება

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანლობის გადაწყვეტილებით, შენობა დღეიდან ახალ სიცოცხლეს შეიძენს, მას საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა ექნება და ძირითადად, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბავშვების მხარდაჭერაზე.

"ცენტრი ყველა პირს ან ორგანიზაციას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, ტურისტული მიმართულების, ასევე, ახალი ბიზნესპროექტები. კომპანია მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო საჩუქარია ქალაქისთვის, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, ყველა ის საქმიანობა განახორციელოს, რაც ჭიათურის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. დაინტერესებული პირებისა და ჯგუფებისთვის შენობის სივრცის დათმობის გარდა, „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, ყველა საინტერესო პროექტსა და ინიციატივას მხარი დაუჭიროს. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობიდან ადმინისტრაციის გასვლის საფუძველი კომპანიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული რესტრუქტურიზაცია გახდა.

რესტრუქტურიზაციის საფუძველზე, კომპანიის საწარმოო ობიექტები მმართველობაში კერძო ფირმებს გადაეცათ და ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიის ქვეშ მუშაობენ. კომპანია მიიჩნევს, რომ ეს ბიზნესსაქმიანობის წარმართვის ეფექტური ფორმაა, რამაც მენეჯმენტსა და დასაქმებულ პირთა ურთიერთობა მოქნილი, ხოლო კერძო ფირმების საქმიანობა უფრო ქმედითი გახადა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს