ანტონიო გუტერეში მიანმარში სამხედროებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიანმარში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოში ერთიანობა იქნება.

”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა ძირითადი აქტორის მობილიზება მოვახდნოთ და დავარწმუნოთ მიანმარი, რომ ეს სამხედრო გადატრიალება წარუმატებელია,”- განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების შეცვლა მიუღებელია და სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს ქვეყნის მართვის გზა არ არის.

შეგახსენებთ, გუშინ გაეროს უშიშროების საბჭო მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე ვერ შეთანხმდა, რადგან საკითხს მხარი ჩინეთმა არ დაუჭირა, რომელიც საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლებით სარგებლობს. გაერთიანებული სამეფოს მიერ მომზადებულ განცხადების ტექსტში მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალება დაგმობილია და გაერო მოუწოდებს სამხედროებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული პირები. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გაუქმდეს მიანმარში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და დემოკრატიული ნორმები ყველა მხარემ უნდა დაიცვას.

შეგახსენებთ, მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გუშინ, მიანმარის პოლიციამ აუ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა და 15 თებერვლამდე პატიმრობაში დატოვა. ბრალდება მოიცავს იმპორტისა და ექსპორტის კანონების დარღვევას და უკანონო საკომუნიკაციო მოწყობილობების ფლობას.

იხილეთ ვიდეო:ანტონიო გუტერეში მიანმარში სამხედროებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ მოუწოდებს

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს