ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვებით, თუ მასში მონაწილეობას მიიღებენ: “პატრიოტთა ალიანსი", “ნაციონალური მოძრაობა" და ბოკერიას პარტია

საგამოძიებო კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3800 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ჰყავდა: “პატრიოტთა ალიანსი", “ნაციონალური მოძრაობა" და მეორე "ნაციონალური მოძრაობა" - ბოკერიას პარტია,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ გაყალბების მასშტაბი დაინახონ, აღნიშნული პარტიები უნდა ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, რადგან "მოქალაქეებს" მხოლოდ რამდენიმე ათეული დამკვირვებელი ჰყავდა საარჩევნო უბანზე, ეს სამი პარტია კი 3800 უბანზე იყო წარმოდგენილი.

"ამ ხალხს ჰყავდათ ცესკო-ს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3800-ვე უბანზე. იმისათვის, რომ დავინახოთ, გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, ეს პარტიები მონაწილეობდნენ და გვითხრან, მათი 10 ათასი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, ან რა მასშტაბით ადასტურებს. სხვა შემთხვევაში, მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენ სულ რამდენიმე ათეული მოხალისე დამკვირვებელი გვყავდა საქართველოს მასშტაბით, არადა 3800 უბანია და ამ სამ პარტიას არათუ დამკვირვებლები ჰყავდათ, არამედ კომისიის წევრები,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს