ლევან იოსელიანი - საარჩევნო რეფორმა არის ის, რისთვისაც ჩვენ,“მოქალაქეები” ვიბრძოდით და რასაც ვთვლით, რომ მოვიპოვეთ

საარჩევნო რეფორმა არის ის, რისთვისაც ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ვიბრძოდით და ეს არის რასაც ვთვლით, რომ მოვიპოვეთ - ეს არის გამოსავალი, რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი დღე არ იყოს დაპირისპირების, ერთმანეთთან შუღლის და საზოგადოების გახლეჩვის საფუძველი, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანი აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმა მხოლოდ პარტია “მოქალაქეების” მონაპოვარი არ არის და წვლილი სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც მიუძღვით. ამასთან, ის ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტში შემოსვლისკენ მოუწოდეს.

“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ვიწყებთ რეალურად მუშაობას იმ მემორანდუმზე, რომელიც ჩვენ, პარტია “მოქალაქეებმა” გავაფორმეთ “ქართულ ოცნებასთან”. იმისთვის, რომ აქ, ამ პარლამენტში ეს საარჩევნო რეფორმა მოგვეტანა ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მოვიტანეთ, მოვაწერეთ ხელი და დღეს უკვე იწყება მუშაობა იმისთვის, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები ამ ქვეყნაში ჩატარდეს „კარუსელების“, „მკვდარი სულების“, დაუბალანსებელი ოქმების და ათასი სხვა მანიპულაციის გარეშე და ყველა სხვა არჩევნები, რომელიც ამ ქვეყნაში ჩატარდება, პირველად 30 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან იყოს გამჭვირვალე და აღარ დაისვას მთავარი კითხვა, გაყალბდა თუ არა არჩევნები?! ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ვიბრძოდით და ეს არის რასაც ვთვლით, რომ მოვიპოვეთ. არ მინდა დავუკარგო წვლილი ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, არ მინდა ვთქვა, რომ ეს მარტო ჩვენი მონაპოვარია, რა თქმა უნდა, მათ დაიწყეს ჩვენთან ერთად ამაზე მუშაობა და მივმართავ ისევ მათ, რომ შემოდით პარლამენტში და მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე, დასხედით ჩემს გვერდით და საარჩევნო რეფორმა დავუტოვოთ ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ეს არის გამოსავალი, რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი დღე არ იყოს დაპირისპირების, ერთმანეთთან შუღლის და საზოგადოების გახლეჩვის საფუძველი”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, საარჩევნო რეფორმის მიზნით, პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იქმნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს